2015 წლის 24 ივნისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში საჯარო დისკუსია თემაზე „ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში - გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ასპექტები" გაიმართა.
დისკუსიის ძირითადი მონაწილეების იყვნენ:
- გიგლა აგულაშვილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
- ზურაბ ბაქრაძე, ქალაქმგეგმარებელი
- მამუკა გვილავა, გარემოს დაცვის სპეციალისტი, გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი", სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის (სზიმ) პასუხისმგებელი პირი, საქართველოში შავი ზღვის კომისიის სზიმ მრჩეველთა ჯგუფის წევრი
- ირაკლი მაჭარაშვილი, ბიომრავალფეროვნების პროგრამების კოორდინატორი, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა"
მოდერატორი: თამარ გურჩიანი, იურისტი
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ეხმიანება 2015 წლის 13 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს და საზოგადოებას შესთავაზა საჯარო დისკუსია საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პრაქტიკასა და ხარვეზებზე.
არაერთი მაგალითი არსებობს იმისა, რომ მსხვილი ინვესტიციების წახალისების მიზნით, დაჩქარებულ რეჟიმში, ყოველგვარი სტრატეგიული შეფასების, ხარჯ-ეფექტიანობის ანალიზის და დეტალური შესწავლის გარეშე განხორციელებულ პროექტებს ვერ მოაქვს ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ პროექტის დაგეგმვისას გასატარებელი რიგი აუცილებელი პროცედურებისა, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ), მხოლოდ ფორმალურ, ბიუროკრატიულ ხასიათს ატარებს. როგორც წესი, პრაქტიკაში იშვიათად გვხვდება უკვე შეთანხმებული პროექტის შეჩერება ან ძირეული შეცვლა გარემოსდაცვითი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, უსაფრთხოების ან სოციალური ასპექტების გამო. ამას ემატება კვლევითი და საზედამხედველო ინსტიტუტების მოშლა ან დასუსტება, პასუხისმგებელი ორგანოების არაკოორდინირებული მუშაობა და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხედვის თუ გეგმის არარსებობა.
დისკუსიის ვიდეოჩანაწერი
ნაწილი 1
ნაწილი 2