ტრენინგი გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად იწვევს გარემოს დაცვის თემებზე მომუშავე ჟურნალისტებს. ტრენინგის მიზანია გარემოს დაცვის და ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესებული ჟურნალისტების ცოდნის გაღრმავება და აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ფართო საზოგადოების უკეთ ინფორმირება.

ინტენსიური, 4 დღიანი ტრენინგი ფოკუსირებული იქნება შემდეგ საკითხებზე: გარემოს დაცვის და ენერგეტიკის პოლიტიკა, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო კონტექსტში, მდგრადი ენერგეტიკული სისტემები, კლიმატის ცვლილების შერბილება და ადაპტაცია. ტრენინგისთვის შერჩეულ 12 მონაწილეს საშუალება ექნება შეხვდეს ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს და ჟურნალისტებს და ლექციების და დისკუსიების საშუალებით ჩაუღრმავდნენ ზემოთჩამოთვლილ საკითხებს. ამასთან, ტრენინგის ფარგლებში გათვალისწინებულია საველე გასვლები, რაც ჟურნალისტებს საშუალებას მისცემს ადგილზე მოიპოვონ ცოცხალი მასალა და ექსპერტების და ტრენინგის ფასილიტატორის დახმარებით შეიმუშავონ რეპორტაჟის თუ სტატიის იდეა.

ტრენინგს ადგლობრივ ექსპერტებთან ერთად გაუძღვება Deutsche Welle-ეს ტრენერი, ბატონი დირკ ასენდორფი. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ესაუბრონ Guardian-ის ბრიტანული გამოცემის გარემოსდაცვითი ბლოკის მთავარ რედაქტორს.

მონაწილეები ვალდებულნი არიან ტრენინგის დასრულების შემდეგ,  3 კვირის განმავლობაში მოამზადონ მინიმუმ 1 მედია პროდუქტი. ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ თავად განსაზღვრონ თავიანთი რეპორტაჟის (სტატიის) შინაარსი, თუმცა, სასურველია აქცენტები გაკეთდეს ენერგეტიკის და კლიმატის ცვლილების საკითხებზე.

ტრენინგი განკუთვნილია სხვადასხვა სახის (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური და სოციალური მედია) მედიასაშუალებებში მოღვაწე ჟურნალისტებისთვის, რომელთაც აქვთ ჟურნალისტად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება და მინიმუმ 1 წელია აშუქებენ გარემოსდაცვით საკითხებს.

პოტენციურმა კანდიდატებმა, ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@ge.boell.org არაუგვიანეს 2015 წლის 10 ოქტომბრისა.

  1. CV (არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს);
  2. სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვისა), რომელშიც დაასაბუთებთ, თუ რატომ გსურთ ტრენინგში მონაწილეობა;
  3. ბოლო 2 წლის განმავლობაში თქვენს მიერ შესრულებული 2 მედიაპროდუქტის ნიმუში.

ტრენინგში მონაწილეობისთვის სასურველია (მაგრამ არა აუცილებელი) ინგლისური ენის ცოდნა.

ტრენინგი 2015 წლის 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება ქალაქ ბათუმში.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სრულად დაფარავს მონაწილეების მგზავრობის, კვების და ცხოვრების ხარჯებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს:

ტელ: +995 32 238 04 67/68
ელ. ფოსტა: info@ge.boell.org
ვებ-გვერდი:  www.boell.org