ქართული ენერგეტიკის გეოპოლიტიკა

Კითხვის დრო: 2 წუთი

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველო-გაზპრომის მოლაპარაკებების გარშემო გამართული დებატებისას გამოთქმული მოსაზრებების და შეკითხვების დიდი ნაწილი პირდაპირ ეხებოდა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. ამავე დროს, კარგად წარმოჩინდა რამდენად გაუმჭვირვალე, დახურული და მოწყვლადია საქართველოს ენერგეტიკის სექტორი. რეგიონის ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესები, ცვალებადი და არასტაბილური რეგიონი, ერთი კომპანიის მიერ მონოპოლიზირებული ბუნებრივი გაზის ბაზარი, ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიის არქონა, მცირე ჩამონათვალია იმაზე მისანიშნებლად, რომ ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.



სპეციალისტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ საქართველოს ენეგეტიკული უსაფრთხოების და სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის ევროპულ ენერგეტიკულ სივრცესთან ინტეგრაცია წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება (იხ. კვლევა
). სწორედ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება შეიძლება გახდეს იმპულსი ბუნდოვანი და ხარვეზების მქონე კანონმდებლობის დახვეწის, გაუმჭვირვალე მემორანდუმებზე დამყარებული გადაწყვეტილებების პრაქტიკის აღმოფხვრის და სექტორის გაჯანსაღებისთვის. ამიტომ, ხაზგასასმელია ის შეშფოთება, რაც ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით უკვე არაერთხელ გამოითქვა (იხ. http://netgazeti.ge/news/93541/)



ენერგეტიკული უსაფრთხოების რა გამოწვევები უდგას ამჟამად საქართველოს? როგორია ენერგოდამოუკიდებლობის მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივები? რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის? როგორ აფასებს და პასუხობს საქართველო მეზობელი ქვეყნების გეოპოლიტიკურ ინტერესებს და მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ საფრთხეებს? - ამ და სხვა კითხვებზე გაიმართა მსჯელობა 2016 წლის 10 თებერვლის დისკუსიაზე "ქართული ენერგეტიკის გეოპოლიტიკა
".

ძირითად მომხსენებლები:

  • მარიამ ვალიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;
  • მურმან მარგველაშვილი, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, დირექტორი;
  • მანანა ქოჩლაძე, ასოციაცია მწვანე ალტერნატივას თავმჯდომარე;
  • თამარ პატარაია, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პროგრამის ხელმძღვანელი.

მოდერატორი: თამარ გურჩიანი, იურისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

გთავაზობთ დისკუსიის ვიდეოჩანაწერს>>

 

Geopolitics of Georgian Energy / ქართული ენერგეტიკის გეოპოლიტიკა - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube