კონკურსი წიგნის დიზაინის შემუშავებაზე

Კითხვის დრო: 1 წუთი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აცხადებს კონკურსს წიგნის დიზაინის შემუშავებაზე. პუბლიკაციის სამუშაო სათაურია ურბანული პროტესტების ანთოლოგია (2007-2015) და მოიცავს თბილისის ურბანული პროტესტების განვითარების დინამიკასა და ანალიზს.

პუბლიკაციის შინაარსი:

საკონკურსო დავალება
კონკურსის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი უნდა შეიცავდეს:

  • პუბლიკაციის კონცეფციას;
  • შიდა გვერდების სტილს, სტრუქტურასა და დიზაინს;
  • ყდის დიზაინს;
  • ბიუჯეტს.

კონკურსზე არ დაიშვება ისეთი ნამუშევარი, რომელიც სხვის საავტორო უფლებას არღვევს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო მასალების ელექტრონული ფაილები pdf ფორმატში და CV შემდეგ მისამართზე: eka.tsereteli@ge.boell.org არაუგვიანეს 2016 წლის 21 მარტისა.

გთხოვთ, ელ-წერილის გრაფაში "subject" მიუთითოთ „პუბლიკაციის დიზაინი“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ საგამომცემლო/დიზაინერულ კომპანიას, საინიციატივო ჯგუფს ან კერძო პირს. 
ყველა მონაწილის საავტორო უფლებების დაცვა გარანტირებულია.

გამარჯვებულ კანდიდატთან ფონდი გააფორმებს ხელშეკრულებას აღნიშნული პუბლიკაციის საბოლოო დიზაინის  შემუშავებისთვის.