ვაკანსია: ენერგეტიკის და გარემოსდაცვითი პროგრამის კოორდინატორი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო  აცხადებს კონკურსს ენერგეტიკის და გარემოსდაცვითი პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გერმანიის მწვანეთა პარტიასთან ასოცირებული, იურიდიულად დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდია.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო 2003 წელს გაიხსნა თბილისში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

დამატებითი ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ: www.ge.boell.org, www.boell.de.

ვაკანსიის შესახებ:

სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში პროგრამის კოორდინატორის პოზიციაზე მუშაობის მსურველი გაცნობიერებული უნდა იყოს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში; ის აგრეთვე დაინტერესებული და ინფორმირებული უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებში განვითარებული მოვლენებით. კანდიდატი უნდა ავლენდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მისიისა და ღირებულებებისადმი ერთგულებას და რეგიონულ ბიუროში ხანგრძლივად მუშაობის ძლიერ მოტივაციას. განმცხადებელს უნდა შეეძლოს იდენტიფიცირება მოახდინოს მწვანე პოლიტიკური მოძრაობის ღირებულებებთან.

სამუშაოს აღწერილობა:

პროგრამის კოორდინატორი პასუხისმგებელია ფონდის კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების პროგრამის განხორციელებაზე.

პროგრამის კოორდინატორი:

  • ფონდის მიზნების განსახორციელებლად აკვირდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს ენერგეტიკის, კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარებისა  კუთხით და რეგულარულად ამზადებს ანალიტიკურ ანგარიშებს;
  • უზრუნველყოფს პროგრამის დაგეგმვას, მართვას და  განხორციელებას;
  • უზრუნველყოფს პროექტების ინიცირებას, ბიუჯეტის შედგენას და ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგს;
  • უზრუნველყოფს პარტნიორი ორგანიზაციების მენეჯერულ მხარდაჭერას;
  • დამოუკიდებლად ამყარებს და ავითარებს კონტაქტებს, კავშირებსა და თანამშრომლობას ევროპასა და თურქეთში, და აგრეთვე საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მომუშავე იმ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკავშირებულია პროგრამის ძირითად თემატიკასთან;

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • საუნივერსიტეტო განათლება სოციალურ ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;
  • მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება - ეკოლოგია, ბუნებრივი რესურსების მართვა, მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილება, ენერგოეფექტურობა (პროექტის მართვის და ბიუჯეტისა და კონტროლის გამოცდილების ჩათვლით);
  • ენერგორესურსების მართვის და კლიმატის ცვლილების ადგილობრივი და საერთაშორისო კონტექსტის ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ან გერმანული ენების სრულყოფილად ფლობა;
  • გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი ზემოთმოთხოვნილ ენებზე;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა

სასურველია:

  • კანდიდატს ჰქონდეს კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
  • კანდიდატს ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • 2 ევროპული ენის (გერმანული და ინგლისური) ერთობლივად ფლობა. დამატებით, სასურველია რუსული ენის ცოდნაც სამხრეთ კავკასიის კონტექსტში გამოსაყენებლად.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

აპლიკაციის პროცესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ

  1. სამოტივაციო წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე);
  2. CV;
  3. სარეკომენდაციო წერილი;
  4. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთის ასლი

მისამართზე: info@ge.boell.org და წერილის სათაურში მიუთითოთ  ვაკანტური პოზიციის დასახელება - "პროგრამის კოორდინატორი 2016"

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2016 წლის 17 დეკემბერი. დაგვიანებული ან არასრული განაცხადები არ მიიღება.

ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს წერილობითი ტესტისა და ზეპირი გასაუბრების გასავლელად