ვაკანსია: პროგრამის კოორდინატორი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აცხადებს კონკურსს პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე!

ჩვენს შესახებ:

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გერმანიის მწვანეთა პარტიასთან ასოცირებული, იურიდიულად დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდია.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო 2003 წელს გაიხსნა თბილისში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

დამატებითი ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ: www.ge.boell.org, www.boell.de.

ვაკანსიის შესახებ:

სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში პროგრამის კოორდინატორის პოზიციაზე მუშაობის მსურველი გაცნობიერებული უნდა იყოს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ პროცესებში; ის აგრეთვე დაინტერესებული და ინფორმირებული უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებში განვითარებული მოვლენებით.

კანდიდატი უნდა ავლენდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მისიისა და ღირებულებებისადმი ერთგულებას და რეგიონულ ბიუროში ხანგრძლივად მუშაობის ძლიერ მოტივაციას.

სამუშაოს აღწერილობა:

პროგრამის კოორდინატორი პასუხისმგებელია ფონდის პროექტების განხორციელებაზე დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის და რეგიონული და საერთაშორისო დიალოგის სფეროებში.

პროგრამის კოორდინატორი:

  • უზრუნველყოფს დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის, საბჭოთა წარსულის გააზრების და რეგიონული და საერთაშორისო დიალოგის  პროგრამების დაგეგმვას, ციკლის მართვას და  განხორციელებას;
  • უზრუნველყოფს პროექტების ბიუჯეტის შედგენას და  ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგს;
  • უზრუნველყოფს პარტნიორი ორგანიზაციების მენეჯერულ მხარდაჭერას და ზედამხედველობას;
  • ამყარებს და ავითარებს კონტაქტებს, კავშირებსა და თანამშრომლობას საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ადგილობრივ და რეგიონში მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ამ მიზნით პერიოდულად მგზავრობს აზერბაიჯანსა და სომხეთში, ან საქართველოს რეგიონებში;
  • ფონდის მიზნების განსახორციელებლად აკვირდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და სამეზობლოს  პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს და ამზადებს რეგულარულ ანალიტიკურ მოხსენებებს;
  • ეხმარება დირექტორს საპროექტო წინადადებების/განაცხადების ინიცირებასა და სტრატეგიის განვითარებაში.

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლების დიპლომი სოციალურ, პოლიტიკურ ან იურიდიულ მეცნიერებებში;
  • განათლების, დემოკრატიისა და/ან ადამიანის უფლებების სფეროში პროექტების მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება (ბიუჯეტის მართვისა და კონტროლის გამოცდილების ჩათვლით);
  • ქართული, გერმანული ან ინგლისური, აგრეთვე რუსული ენების კარგად ფლობა;
  • გამართული და ეფექტური წერილობითი კომუნიკაციის უნარი ზემოთ მოთხოვნილ ენებზე;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის უნარი.
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.

სასურველია:

  • კანდიდატს ჰქონდეს სომხეთსა და აზერბაიჯანში მუშაობის ან იქ პროექტების განხორციელების გამოცდილება.

სამუშაო ადგილი: თბილისი. სამუშაოს დაწყების თარიღი: 2017 წლის 18 იანვარი.

აპლიკაციის პროცესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ:

  1. თქვენი სამოტივაციო წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენებზე),
  2. CV
  3. სარეკომენდაციო წერილი

შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ge.boell.org და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "პროგრამის კოორდინატორი 2017" 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2016 წლის 28 დეკემბერი (16:00 სთ).

დაგვიანებული და არასრული აპლიკაციები არ განიხილება. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს წერილობითი ტესტის და გასაუბრების გასავლელად.

წარმატებას გისურვებთ!