2017 წლის 21 ივნისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი ჩაატარა წიგნის პრეზენტაციასა და დისკუსიაზე:
► ფემინიზმის გამოღვიძება? ემანსიპატორული ბრძოლები ნეოლიბერალურ ეპოქაში ◄
მომხსენებლები
► თამარ ცხადაძე - ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრეიზერის ქართული თარგმანის სამეცნიერო რედაქტორი.
► მაია ბარქაია - მკვლევარი, EMC; თსუ-ს გენდერის ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი.
► სოფიო ჯაფარიძე - სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრის თანადამფუძნებელი.
მოდერატორი: გიორგი ჩუბინიძე, ფილოსოფიის მაგისტრანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ფრეიზერის ქართული პუბლიკაციის მთარმგნელი.
"ქალთა ემანსიპაციის ოცნება კაპიტალისტური დაგროვების ძრავაზეა მიერთებული“, - ასეთ მძაფრ კრიტიკას აჟღერებს ნენსი ფრეიზერი პუბლიკაციაში „ფემინიზმის თავგადასავალი: სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე“. კრებული მისი ბოლო გამოცემაა, რომელიც ავტორის ორმოცწლიანი მოღვაწეობის რეტროსპექტივას გვთავაზობს. ამ ესეებში საკმაოდ საკამათო, გარკვეულწილად - სარისკო, მაგრამ უაღრესად საინტერესო თეორიული ნააზრევია წარმოდგენილი: წარსულის ანალიზთან ერთად, ფრეიზერი აფასებს თანამედროვე გამოწვევებს და ემანსიპატორული ბრძოლის ახალ პერსპექტივებს სახავს.
პუბლიკაციის პრეზენტაციასთან ერთად, გთავაზობთ დებატს, სადაც მომხსენებლები ფრეიზერის კრიტიკას ეხმაურებიან და მის ადგილობრივ კონტექსტთან დაკავშირებას ცდილობენ. ისინი შემდეგ კითხვებს პასუხობენ:
- როგორია ემანსიპატორული ბრძოლების ხედვა, რომელიც ფემინიზმს განაახლებს და გამოაღვიძებს?
- ადგილობრივ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შედგა თუ არა ფემინიზმისა და ნეოლიბერალიზმის ალიანსი?
- რა როლი უნდა შეასრულოს ფემინისტურმა მოძრაობამ სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში დღევანდელ საქართველოში?
ვიდეოჩანაწერი►►
ნაწილი 1
ნაწილი 2