ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო და მწერალთა სახლი დიდი გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის საიუბილეოდ აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს 15-25 წლის ახალგაზრდებისთვის.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო და მწერალთა სახლი დიდი გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის საიუბილეოდ აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს 15-25 წლის ახალგაზრდებისთვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს და სტუდენტებს.
სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ჰაინრიჰ ბიოლის რომელიმე მცირე მოთხრობის ან ნაწყვეტის (რომანიდან ან ვრცელი მოთხრობიდან) თარგმანი;
ხოლო მოსწავლეებმა ჰაინრიჰ ბიოლის ნაწარმოებების მიხედვით შეთავაზებული სამი თხზულებიდან უნდა აირჩიონ და დაწერონ ერთ-ერთი:
- ადამიანი ომის ნაკვალევზე – ჰაინრიჰ ბიოლის რომანების კლოუნის თვალთახედვა და უკაცო სახლი მიხედვით;
- ჰაინრიჰ ბიოლი – მწერალი და მოქალაქე;
- ჩემი საყვარელი ნაწარმოები ჰაინრიჰ ბიოლის შემოქმედებიდან.
საკონკურსო ესეები და თარგმანები გამოგზავნეთ მისამართზე info@writershouse.ge. ნაშრომი უნდა იყოს აკრეფილი MS Word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი: Sylfaen, ზომა: 12).
თხზულება არ უნდა აღემატებოდეს 6 გვერდს, ხოლო თარგმანი - 20 გვერდს.
საკონკურსო ნაშრომები მიიღება 2017 წლის 15 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის 18 საათამდე.
ესეებს და თარგმანებს შეაფასებს ჟიური, რომლის ვინაობა დაჯილდოებამდე კონფიდენციალური იქნება.
გამარჯვებულ ახალგაზრდებს გადაეცემათ სიგელები და წიგნების საყიდელი ვაუჩერები:
- ორი პირველი პრემია (თხზულებასა და თარგმანში) – 400-ლარიანი ვაუჩერი;
- ორი მეორე პრემია (თხზულებასა და თარგმანში) – 200-ლარიანი ვაუჩერი;
- წამახალისებელი პრემია – 100-ლარიანი ვაუჩერი.
გამარჯვებული მოსწავლეების და სტუდენტების დაჯილდოება გაიმართება მწერალთა სახლში, 21 დეკემბერს, ჰაინრიჰ ბიოლის დაბადების დღეს.
გამარჯვებული ახალგაზრდების მგზავრობას რეგიონებიდან კონკურსის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ტელეფონზე: 593 39 38 66 (საკონტაქტო პირი ნინო ბექიშვილი).
პროექტის მედიამხარდამჭერია www.mastsavlebeli.ge.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებას!