2017 წლის 11 ოქტომბერს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა უმასპინძლა საჯარო დისკუსიას "თვითმმართველობის არჩევნები: როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება?"

დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ:
- ვაკო ნაცვლიშვილი, ადგილობრივი დემოკრატიის პროგრამის კოორდინატორი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
- თამარ კორძაია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია
- ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი
- თენგიზ შერგელაშვილი, შენების მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი.
მოდერატორი: თამარ გურჩიანი, იურისტი
2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმართველობის არჩევნებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ არჩევნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევა მოსახლეობის შემცირებული ინტერესი არჩევნებში მონაწილების მიმართ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპოდენტების 43% სავარაუდოდ არ აპირებს არჩვენებში მონაწილეობას. პრობლემურია ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლების მაღალი რაოდენობა (62%), რაც გარკვეულწილად შესაძლებლობადაც შეგვიძლია განვიხილოთ პოლიტიკური პარტიებისთვის, რადგან მათ ეძლევათ საშუალება, დაარწმუნონ მერყევი ამომრჩევლები თავიანთი საარჩევნო პროგრამის უპირატესობაში.
დისკუსიაზე მომხსენებლებმა შემდეგ საკითხებზე იმსჯელეს:
- ადგილობრივი დემოკრატიის ქართული გამოცდილება: როგორია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ძირითადი მახასიათებლები და დინამიკა? რამდენად იცვლებოდა თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკა დროთა განმავლობაში?
- რა გავლენა იქონია ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმამ 2017 წლის არჩევნებზე?
- რა არის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური პარტიებისთვის/დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის ოქტომბრის არჩვენებზე?
- რას ელიან მოქალაქეები?
- თენგიზ შერგელაშვილი >
თენგიზ შერგელაშვილი. როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება? - Heinrich Boell Foundation South Caucasus

- ალექსანდრე ელისაშვილი >
ალექსანდრე ელისაშვილი. როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება? - Heinrich Boell Foundation South Caucasus

- თამარ კორძაია >
თამარ კორძაია. როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება? - Heinrich Boell Foundation South Caucasus

- ვაკო ნაცვლიშვილი >
ვაკო ნაცვლიშვილი. როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება? - Heinrich Boell Foundation South Caucasus
