მწვანე აკადემია 2018. სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის: შესაძლებლობები და შეზღუდვები

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აცხადებს კონკურსს 2018 წლის მწვანე აკადემიაში "სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის: შესაძლებლობები და შეზღუდვები" მონაწილეობის მისაღებად.

დღესდღეობით ახალგაზრდების დიდი ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პოლიტიკას, პოლიტიკურ სისტემებს და არ ერიდება ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ კრიზისებზე ხმამაღლა საუბარს. მიუხედავად ამისა, არ არსებობს მკაფიო ხედვა თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ ეკონომიკური განვითარება და სოციალური კეთილდღეობა, რა მიკრო და მაკრო მასშტაბის ალტერნატივებია მისაღები საქართველოსთვის, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს და როგორ უნდა გავაერთიანოთ ის ბრძოლები და აქტორები, რომელთაც პოზიტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილების პოტენციალი აქვთ.

2018 წლის საზაფხულო სკოლა სამი ძირითადი მოდულის გარშემო იქნება აგებული:

  • გარემოსდაცვითი სამართლიანობა,
  • მწვანეობის პოლიტეოკონომიკური განზომილება,
  • სოციო-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პოტენციალი საქართველოსთვის.

მწვანეობის ფილოსოფიური თუ ეთიკური საფუძვლები, მწვანე ეკონომიკა და პოლიტიკა, გენდერული დემოკრატია აკადემიის მთავარი თემებია; თუმცა, წინა წლების მსგავსად, 2018 წლის პროგრამაც ეხმიანება ბოლოდროინდელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებს, აქტივისტურ ჯგუფებში მიმდინარე პროცესებს, მწვავე სოციალურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით საქართველოში და ჩვენს რეგიონში.

დაგეგმილი ლექციები, დისკუსიები, ფილმის ჩვენებები, ჯგუფური დავალებები დაგეხმარებათ არსებული პოლიტიკის კრიტიკულ შეფასებაში და ალტერნატივების გააზრებაში. პროგრამა ხელს შეუწყობს მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ახალი კონტაქტების დამყარებას და თანამოაზრეების პოვნას.

მწვანე აკადემიის საზაფხულო სკოლა არაერთ საინტერესო მეცნიერს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს, პოლიტიკოსს უმასპინძლებს საქართველოდან, სომხეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან.

მათ შორის:

მწვანე აკადემიის საზაფხულო სკოლა ჩატარდება 2018 წლის 28 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით.

შერჩევის კრიტერიუმები:

მონაწილეობის მიღება შეუძლია 1985-დან 1997 წლის ჩათვლით დაბადებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ და საქართველოში ცხოვრობენ. სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა.

პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახალგაზრდა აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მკვლევარებისთვის და პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც მწვანე პოლიტიკა აინტერესებთ და ჩართულნი არიან სამოქალაქო ატივიზმში.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 24 ივნისი, 2018 წ.

განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

  1. სააპლიკაციო ფორმა
  2. Curriculum Vitae (CV)

მითითებული დოკუმნტები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე info@ge.boell.org. წერილის სათაურში ინგლისურ ან ქართულ ენებზე მიუთითეთ პროგრამის დასახელება - მწვანე აკადემია 2018.

შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებები ჩატარდება 2018 წლის 28 და 29 ივნისს.