სამუშაო შეხვედრები კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე

Კითხვის დრო: 1 წუთი

2019 წლის მარტიდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარს უჭერს ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს საქართველოს ოთხ რეგიონულ უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრების ჩატარებას კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე.

აღნიშნული პროექტის ავტორი არის ნათია ჭანკვეტაძე.

პროექტის მიზანია რეგიონულ უნივერსიტეტებში კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ დისკუსიების გააქტიურება და ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა.

თითოეულ რეგიონულ უნივერსიტეტში ჩატარდება ორი სამუშაო შეხვედრა.

პროექტი დასრულდა 2019 წლის ივნისის ბოლოს.