რა არის "მწვანე აკადემია"

მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომლის მიზანია მწვანე საკითხების აქტუალიაზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში

Კითხვის დრო: 2 წუთი

მწვანე აკადემია კრიტიკულად აანალიზებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სოციო-ეკონომიკური განვითარების გამოცდილებას, განიხილავს მიკრო და მაკრო მასშტაბების ალტერნატივებს და ცდილობს გადაკვეთის წერტილების იპოვოს საქართველოში და რეგიონში არსებული სხვადასხვა სოციალური მოძრაობების აქტორებს შორის.

პირველი მწვანე აკადემია  2015 წელს, საქართველოში გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიურად მასპინძლობს ახალგაზრდა აქტივისტებს, ჟურნალისტებს, მეცნიერებს თუ პოლიტიკოსებს. მწვანე აკადემია, როგორც ადგილობრივი პლატფორმა მდგრადი განვითარების პოლიტიკის საკითხებზე  თანამშრომლობისათვის 2016 წლიდან სომხეთშიც იმართება.  

რა არის მწვანე აკადემიის მიზანი?

  • სამხრეთ კავკასიის საზოგადოებების ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ განვითარების საკითხებში მდგრადი და მწვანე პოლიტიკის პრინციპებისა და ფასეულობების ხელშეწყობა და საჯარო დისკუსიის სტიმულირება;
  • მდგრადი განვითარების პოლიტიკაზე თანამშრომლობისთვის ახალგაზრდა აქტივისტების, ჟურნალისტების, მკვლევარებისა და პოლიტიკოსების რეგიონული პლატფორმის განვითარება;
  • მდგრადი განვითარების, მწვანე პოლიტიკის პრინციპებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია  სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური განვითარების საკითხებში. (მათ შორის გენდერული დემოკრატიის ხელშეწყობითა და ქვეყნების წარსული გამოცდილების გააზრებით).
  • საჯარო დისკუსიების სტიმულირება მწვანე პოლიტიკის პრინციპებსა და ღირებულებებზე სამსჯელოდ.
  • მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე ალტერნატიული პოლიტიკის ხედვებისა და მიდგომების შემუშავებისთვის პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად სამხრეთ კავკასიაში.
  • ლოკალური აქტორების შეძალებლობების ცოდნაზე დაფუძნებული გაძლიერება, (სამეცნიერო კვლევებით,  ექსპერტიზის განვითარებით, ასევე საერთაშორისო აქტორებთან ინფორმაციის გაცვლითა და თანამშრომლობით.)
  • მწვანე აკადემიის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ და გამოიკვლიონ კავშირები პოლიტიკურ საკითხებსა და სოციალურ ტრანსფორმაციებს შორის, გაიაზრონ თუ როგორ არის შესაძლებელი საზოგადოებრივი და ეკონომიკური კავშირების განვითარება სამხრეთ კავკასიის საზოგადოებაში მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური ტრანსფორმაციისთვის.

მწვანე აკადემიის საბჭო/მომხსენებლები

მწვანე აკადემიის შინაარსზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თანამშრომლებთან ერთად მწვანე აკადემიის საბჭო მუშაობს. 2017-2018 წლებში საბჭოს წევრები გახლდნენ:

  1. თამარ ცხადაძე
  2. გიორგი ცხადაია
  3. მაია ბარქაია
  4. მანანა ქოჩლაძე

2019 წლის აკადემიის საბჭოს წევრები არიან:

  1. მანანა ქოჩლაძე
  2. ანა დიაკონიძე
  3. ვაკო ნაცვლიშვილი
  4. მაია ბარქაია

მწვანე აკადემიის მომხენებლები და ექსპერტები ადგილობრივი და მოწვეული მეცნიერები, აქტივისტები და პოლიტიკოსები არიან. სხვადასხვა დროს, ჩვენს მომხსენებლებს შორის იყვნენ:

  1. კლაუს ოფე
  2. ულრიხ ბრანდი
  3. ვიოლა ფონ კრამონი
  4. დერეკ ვოლი
  5. ზოლტან პოგაცა
  6. ალენ ამირხანიანი
  7. იაგოდა მიუნიჩი
  8. ვიკტორ ვარანკოვი
  9. სალომე ასათიანი
  10. ლუკა ნახუცრიშვილი

მწვანე აკადემიის მომხსენებლების ვრცელი სია ნახეთ აქ