ბიოლის ფონდის ოფისები სამხრეთ კავკასიაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დროებით იხურება

კორონავირუსის  (Covid-19) გავრცელების საფრთხის გამო, 2020 წლის 23 მარტიდან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი, დახურავს როგორც რეგიონალურ ოფისს თბილისში, ასევე ოფისს ერევანში.

This illustration, created at the Centers for Disease Control and Prevention (CDC), reveals ultrastructural morphology exhibited by coronaviruses. Note the spikes that adorn the outer surface of the virus, which impart the look of a corona surrounding the virion, when viewed electron microscopically. A novel coronavirus, named Severe Acute Respiratory Syndrome coronavirus 2 (SARS-CoV-2), was identified as the cause of an outbreak of respiratory illness first detected in Wuhan, China in 2019. The illness cau

მიუხედავად ამისა,  ოფისის თანამშრომლები ორივე ქვეყანაში, აგრძელებენ მუშაობას დისტანციურად და მზად არიან საჭიროების შემთხვევაში თქვენს შეკითხვებზე საპასუხოდ. თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ოფისი არასტანდარტულ რეჟიმში მუშაობს და შესაბამისად,  აქტივობების დიდი ნაწილი შეჩერებულია. 

გასულ კვირას, დაგეგმილი საჯარო ღონისძიებები ამავე მიზნით გაუქმდა, რადგან ფონდისთვის მნიშვნელოვანია  თანამშრომლებისა და სტუმრების ჯანმრთელობა. 

ამ დროისთვის არ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, თუ როდემდე დაიხურება ოფისები. ფონდის მიერ მიღებული გადაწვეტილებები დამოკიდებული იქნება იმ რეკომენდაციებზე, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოსცემს საქართველოსა და სომხეთში.