განახლებადი ენერგია საქართველოში პანდემიამდე და შემდეგ

19 მაისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა გამართა დისკუსია

"განახლებადი ენერგია საქართველოში პანდემიამდე და შემდეგ".

Კითხვის დრო: 2 წუთი
დისკუსიის პოსტერი  განახლებადი ენერგია საქართველოში პანდემიამდე და შემდეგ

გლობალური კლიმატის ცვლილების პირობებში ენერგეტიკის სექტორს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. მზის, ქარისა და წყლის ენერგიის გამოყენების ზრდა სათბურის აირების ემისიის შემცირების და წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული ეკონომიკის სუფთა წყაროებზე გადართვის საშუალებას იძლევა. ევროკავშირის მიზნები - ჩაანაცვლოს ტრადიციული ენერგია განახლებადებით, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ამბიციური ხდება. გლობალური მწვანე შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკური ხედვის საფუძველი უნდა იყოს, დამატებით სტიმულს იძლევა ამისთვის.



ცხადია, ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა COVID 19-ის პანდემიამ. ეკონომიკური ზრდის შეფერხების და შესაბამისად ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მნიშვნელოვნად შემცირების გამო, როგორც ტრადიციული ისე განახლებადი ენერგიების სამომავლო განვითარების პერსპექტივები არც ისე დამაიმედებელია. მზის და ქარის ენერგიებისთვის დამატებით ბარიერს საერთაშორისო ტექნოლოგიებზე და ცოდნაზე მაღალი დამოკიდებულება ქმნის.



ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანების შემდგომ (2016 წ.) გარკვეული ნაბიჯების საქართველოშიც გადაიდგა, მაგრამ ჯერ კიდევ ცოტაა წამახალისებელი პოლიტიკური თუ ფინანსური ღონისძიებები, რომლებიც ქვეყანაში მზის და ქარის ენერგიის განვითარებას სჭირდება.



დღეს, პანდემიამდე არასაკმარისი ღონისძიებებიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ქვეყნის პრიორიტეტი ისევ მხოლოდ ჰიდროელექტრო სადგურების განვითარებაა, რომელთა გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.



დისკუსიაზე განვიხილავთ როგორია განახლებადი ენერგიების პოლიტიკა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში პანდემიის შემდგეგ.



ძირითადი მომხსენებლები:



☑️ მანანა ქოჩლაძე, მწვანე ალტერნატივა

☑️ გიორგი აბულაშვილი, ენერგოეფექტურობის ცენტრი

☑️ თორნიკე დარჯანია, ჰელიოს ენერჯი

კვლევის პრეზენტაცია

☑️ მარიამ დევიძე, სოციოლოგი



მოდერატორი: თამარ ანთიძე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი