( დასრულებული პროექტი ) platforma.ge ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის - სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "სხვა მიმართულებების ძიებაში".
პროექტი მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის იდეებისა და რადიკალური პოლიტიკური წარმოსახვის გარშემო XIX-XXI საუკუნეებში მოღვაწე ავტორების ნაშრომების წარმოდგენას და თარგმნას. პროექტის ფარგლებში მომზადდება თარგმანების კრებული. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ბლოგების, პოდკასტების და საძიებო-საველე სამუშაოების განხორციელებას.
პროექტის აკადემიური ჯგუფი: თამარ ცხადაძე, მაია ბარქაია, გიორგი ცინცაძე.