ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან 2019 წლის ნოემბრიდან თანამშრომლობს პროექტის - თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ: მიდგომები და ტენდენციები ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს შეფასდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკა, ასევე, ხელი შეუწყოს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში თურქეთის მიმართ პოლიტიკურად ინფორმირებული მიდგომების ჩამოყალიბებას და ასევე, გაანალიზოს თუ რა შედეგებს იწვევს აღნიშნული მიდგომები რეგიონში ევროკავშირის გავლენის კუთხით. დასახული მიზნის მისაღწევად, პროექტი ორი ძირითადი ამოცანის შესრულებას გულისხმობს:
- ცოდნის გაღრმავება სამხრეთ კავკასიის მიმართ თურქეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ, განსაკუთრებით, უკანასკნელ წლებში თურქეთში განვითარებული შიდაპოლიტიკური ცვლილებების ფონზე.
- დისკუსიის ხელშეწყობა ახალგაზრდა მკვლევარებს, პროფესიონალებსა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს შორის თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკისა და სამხრეთ კავკასიაზე მისი ზეგავლენის შესახებ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:
- ერთი მენტორისა და ორი ახალგაზრდა მკვლევარის შერჩევა სამხრეთ კავკასიის თითოეული სახელმწიფოდან (სამი მენტორი და ექვსი მკვლევარი სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან). შერჩეული მკვლევრებისთვის ერთდღიანი ტრენინგის ორგანიზება თბილისში. ექვსი პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება ისეთ თემებზე, რომლებიც დაკავშირებულია სამხრეთ კავკასიის მიმართ თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკასთან, უკანასკნელ წლებში თურქეთში განვითარებული შიდაპოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით.
- პრეზენტაციების ორგანიზება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ადგილობრივი აუდიტორიებისთვის კვლევის შედეგების გაცნობის მიზნით. საბოლოო კონფერენციის ორგანიზება თბილისში, რომელიც 2020 წელს ჩატარდება და სადაც კვლევის შედეგებს უფრო ფართო აუდიტორია გაეცნობა. კონფერენციას დაესწრებიან მონაწილეები სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებიდან და ევროკავშირიდან.