ნარჩენების მართვა საქართველოში

განვითარებადი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მყარი ნარჩენების მართვა ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის გამოწვევებს, ფინანსურ და გარემოსდაცვით პრობლემებს უკავშირდება.

Კითხვის დრო: 5 წუთი
ნარჩენების მართვა საქართველოში - ინფოგრაფიკა

საყოფაცხოვრებო ნარჩენებს აგროვებენ ქალაქებში, რაიონულ ცენტრებში. სოფლების დიდ ნაწილს დასუფთავების სერვისი არ მიეწოდება. მოსახლეობა ნარჩენებს ყრის ხეობებში, მდინარეების კალაპოტებში და წარმოიქმნება ასობით არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელი.



მუნიციპალურ დონეზე ნაკლებია ნარჩენების დაგეგმვის შესაძლებლობები და გამოცდილება. მცირე ზომის ქალაქებსა და სასოფლო დასახლებებში არ არის საკმარისი რაოდენობით ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და ნაგავმზიდი მანქანები. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, მზარდია წარმოქმნილი და შეგროვებული ნარჩენების რაოდენობა. თუ 2015 წელს ქვეყანაში წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობა დაახლოებით 900 000 ტო ნა იყო – საიდანაც დაახლოებით 700 ათასი ტონა ოფიციალურ ნაგავსაყრელებზე განთავსდა, 2017 წლის მონაცემებით ნაგავსაყრელებზე განთავსდა 963 318 ტონა მუნიციპალური ნარჩენი. ექსპერტული შეფასებით, ქალაქებსა და რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების განსხვავებულია რაოდენობისა და შემადგენლობის მიხედვით და მერყეობს 100-280 კგ/სულ ზე წელიწადში. ცხადია, ყველაზე დიდი რაოდენობით ნარჩენი წარმოიქმნება ერთ სულ მოსახლეზე დედაქალაქში. საყოფაცხოვრებო ნარჩენების მნიშვნელოვან ნაწილს ორგანული ნარჩენი შეადგენს.

ეკონომიკის განვითარებასთან ერთად პლასტმასის ნარჩენე- ბის პრობლემაც იზრდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ნარჩენების წარმოქმნის მინიმიზაციის, უკვე წარმოქმნილის სეპარაციის და რეციკლირების მიმართულებით ეფექტიანი რეგულაციების შემუშავება. ასევე, მნიშვნელოვანია, შესაბამისი ვალდებულებები დაეკისროს კერძო სექტორს, რომელიც პლასტმასის საწარმოო ჯაჭვში ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. ოქსოდეგრადირებადი და 15 მიკრონზე ნაკლები სისქის ცელოფანის პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აკ-რძალვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პლასტმასით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად. 2019 წლიდან ქართულ ბაზარზე მხოლოდბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები დაიშვება. პლასტმასის ნაწარმის წარმოება ეკონომიკის მზარდი დარგია და დღეისათვის მთლიანად იმპორტირებული ნედლეულით ხდება. იმპორტი დივერსიფიცირებულია და ნაწილდება თურქეთს, ჩინეთს, რუსეთს, აზერბაიჯანსა და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის. წარმოება მოიცავს სხვადასხვა ტიპის პლასტმასის შესაფუთი მასალების, პოლიეთილენის პარკების, ლენტების, ბოთლების, კაფსულების, საყოფაცხოვრებო პლასტმასის ნაწარმის, ფილების, ფურცლების, მილებისა და პროფილების წარმოებას. პლასტმასის საწარმოებელი ნედლეულის გარდა, შემოდის მზა ნაწარმიც. ყველაზე დიდი რაოდენობით პლასტმასის მილები, მილაკები, შლანგები და შესა-ფუთი მასალა იმპორტირდება.

პლასტმასის წარმოებამ 2018 წელს 357 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია შექმნა და ის წინა წლებთან მიმართებით 10%-ით გაიზარდა. 2009-2018 წლებში პლასტმასის პროდუქციის წარმოების (პირველადი ნედლეულიდან და ნარჩენებიდან) სექტორი საშუალოდ წლიური 7%-ით იზრდებოდა და ბაზარზე უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს. სამწუხაროდ, სტატისტიკურ მონაცემებში რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება გამიჯნული არ არის და უფრო ზუსტ მონაცემებზე ხელი არ მიგვიწვდება.

საქართველოში პლასტმასის ტარის წარმოების განვითარება (PET ბოთლებისა და მრავალი ტიპის შესაფუთი მასალის) ძირითადად განპირობებულია ქვეყანაში კარგად განვითარებული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, გაზიანი, მინერალური და სასმელი წყლის წარმოებით. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ქვეყნიდან პლასტმასის ნაწარმის ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს. ექსპორტი მზარდია წლიდან წლამდე. საქართველოდან ხდება მცირე რაოდენობის პლასტმასის ნარჩენების ექსპორტიც (ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა 2013 წელს – 721 ტონა). იმპორტი თანხობრივად დაახლოებით 14-ჯერ აღემატება აღნიშნული პროდუქციის ადგილობრივ წარმოებას.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, იმპორტირებული ერთი კილოგრამი პოლიეთილენის ფასი 2009-2015 წლებში 1.3-დან 1.87 აშშ დოლარამდე მერყეობდა, მაშინ როდესაც პოლიეთილენის ნარჩენების საექსპორტო ფასი ამავე პერიოდში მხოლოდ 0.24-დან 0.54 აშშ დოლარის დიაპაზონში იყო. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ტიპის პლასტმასის შესაფუთი მასალების – როგორიცაა პარკები, PET-ბოთლები – სასიცოცხლო ციკლი შედარებით ხანმოკლეა და გამოყენების შემდეგ ნარჩენად გარდაიქმნება, მათი გადამუშავება შეიძლება ფინანსურად მოგებიანი იყოს მეწარმეებისათვის. თუ გავითვალისწინებთ ნარჩენებში პლასტმასის ფრაქციის მნიშვნელოვან რაოდენობას, პირველად იმპორტირებულ ნედლეულსა და ადგილობრივ ფასებს შორის განსხვავებას – ქვეყანაში ნარჩენების გადამამუშავებელი ხარჯთეფექტური წარმოების შექმნის შესაძლებლობა რეალურია.

თუმცა ნარჩენების სეპარაციის გამართული სისტემის არარსებობა, ერთი მხრივ, ართულებს და უფრო ხარჯიანს ქმნის პლასტმასის ნარჩენების შეგროვებას, ხოლო მეორე მხრივ, ზრდის ისეთი ნარჩენების რაოდენობას, რომლებიც დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ცხოველური ცხიმებით და საჭიროებს დამატებით ხარჯებს წინასწარი დამუშავებისათვის, შემდგომი გადამუშავების მიზნით.

დღეისათვის პლასტმასის გადამუშავების სფეროში მოქმედი 10-ზე მეტი კომპანია პლასტმასის ნარჩენებს ახარისხებს, ნაწილებად აქუცმაცებს და/ან პელეტებად გარდაქმნის. კომპანიების ნაწილი ასევე ამუშავებს მეორად ნედლეულს, როგორც პოლიეთილენის პარკების, ასევე სხვადასხვა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის საწარმოებლად. თუმცა, მეწარმეების დიდი ნაწილისთვის პლასტმასის ნარჩენების დაპრესვა და ექსპორტირება უცხოეთში რეციკლირების მიზნით, უფრო მოგებიანია.

მთელი ბაზრის დაახლოებით 65% შეადგენს იმპორტირებული პლასტმასის პროდუქციას და მეწარმემ უნდა შეძლოს უფრო გამოცდილი, იმპორტიორი საწარმოსთვის კონკურენციის გაწევა, როგორც ხარისხობრივად, ისე ფასით. 1 ტონა პლასტმასის ბოთლების ფასი 200-დან 500 ლარამდე მერყეობს. შერეული პლასტმასის ნარჩენები100 ლარზე ნაკლები ღირებულებისაა. ამიტომ, კომპანიების ნაწილს ურჩევნია, მიიღოს ცალ-ცალკე შეგროვებული ბოთლები, პლასტმასის ნარჩენები, საწარმოო ნარჩენები პლასტმასის მწარმოებელი ქარხ- ნებიდან და შემდეგ თავად დაახარისხოს ქვეკატეგორიებად (მაგ. PE- ბოთლები, PET-ბოთლები). ამ გზით ისინი ბაზრის მოთხოვნების ხშირ ცვლილებებზე მორგებას შეძლებენ. კომპანიების უმეტესობა დაბალ სიმძლავრეებზე მუშაობს, თუმცა შეუძლიათ ადვილად გაუმკლავდნენ მეტი მოცულობის მასალებს მათი პროცესების სიმარტივის გამო. ზოგიერთ კომპანიას უკვე შემოაქვს პლასტიკი, მაგალითად, გერმანიიდან. ნარჩენებიდან პლასტმასის სორტირების მხოლოდ ერთი საწარმო ფუნქციონირებს რუსთავის ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე. საწარმოში, ნაგავსაყრელზე განთავსებამდე, რეციკლირებადი მასალების პლასტმასისა და ქაღალდის ფრაქციებს მანუალურად (ხელით) გამოაცალკევებენ შერეული საყოფაცხოვრებო ნარჩენებიდან. საწარმო დღეში 10 საათის განმავლობაში, 12 თანამშრომლით უმკლავდება 120 ტონის ოდენობის ნარჩენს. საწარმოდან მიღებული პლასტმასისა და ქაღალდის წლიური რაოდენობა 200-250 ტონას არ აჭარბებს; შერეული ნარჩენებიდან სორტირებული რეციკლირებადი ნარჩენების ხარისხი საკმაოდ დაბალია. რეციკლირებადი  მასალების  გაყიდვიდან  მიღებული  წლიური შემოსავალი ხელფასების ხარჯს ვერ ფარავს.

საქართველოს მიერ მისაღწევი მიზნები - ინფოგრაფიკა

ამგვარად, ბოლო წლებში სიტუაციის გამოსწორების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: თბილისსა და რეგიონებში შეიქმნა ნაგავსაყრელებზე მუნიციპალური ნარჩენების გარემოსა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოდ განთავსების სისტემა. უკვე დაწყებულია მუშაობა ახალი ნაგავსაყრელების მოსაწყობად. ნარ- ჩენების მართვის კოდექსმა, თანმხლებმა კანონქვემდებარე აქტებ- მა, „ნარჩენების მართვის ეროვნულმა სტრატეგიამ (2016-2030)” და „ნარჩენების მართვის ეროვნულმა სამოქმედო გეგმამ” სასურველი კურსისაქართველო გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა  გამოკვეთა. პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, საკითხში ჩახედული ექსპერტების მიხედვით, ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. განსაკუთრებულ გამოწვევას რამდენიმე ფაქტორი წარმოადგენს: 1. შესამუშავებელია ნარჩენების პრევენციის, ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის წამახალისებელი მექანიზმები; 2. უნდა გაჩნდნენ ან გაძლიერდნენ ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიები; 3. შესამუშავებელია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯების ამოღების ეფექტიანი მექანიზმები (როგორც მოქალაქეების, ისე კომპანიების შემთხვევაში); 4. უნდა დაინერგოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რაც გულისხმობს პროდუქციის მწარმოებლის და/ან იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას ადამიანისა და ჯანმრთელობი- სათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე.