ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აცხადებს მეორადი გენერატორის აუქციონს

Კითხვის დრო: 2 წუთი
generator

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო აცხადებს მეორადი გენერატორის აუქციონს.

ტექნიკური მახასიათებლები:

სამფაზიანი დიზელის გენერატორი: AKSA 400/230 Volts

გამოშვების წელი: 2008

სიმძლავრე: 25 kVA; 20 KW

ზომები: 2500 სმ * 970 სმ * 1570 სმ

წონა: 820 კგ

დიზელის ავზის მოცულობა: 95 ლ.

გენერატორი არის მუშა მდგომარეობაში. მინიმალური გასაყიდი ფასია 4 000.00 ლარი. გამარჯვებულად გამოცხადდება მყიდველი, რომელიც უმაღლეს ფასს შემოგვთავაზებს.

მყიდველს თავად მოუწევს გენერატორის მოხსნა და ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე.

გენერატორის დათვალიერება/ნახვა შესაძლებელია 2021 წლის 6 ან  7 მაისს 11:00-დან 16:00 საათამდე, ზუსტი დროის წინასწარი შეთანხმებით (საკონტაქტო ტელეფონი: 238 04 67/68, 599 553 761) მისამართზე: თბილისი, ზოვრეთის ქუჩა 38.

განაცხადი უნდა გამოიგზავნოს 2021 წლის 15 მაისამდე, ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე: info@ge.boell.org. დანიშნულებაში ჩაწერეთ გენერატორის აუქციონი.

გთხოვთ, ასევე მიუთითოთ:

კერძო პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მისამართი.

ორგანიზაციის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი.

გამარჯვებული კანდიდატი შეტყობინებას მიიღებს 2021 წლის 18 მაისს.

თანხის გადახდა უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებით (გადარიცხვით ან ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით2021 წლის 24 მაისის 12:00 საათამდე. გამარჯვებული კანდიდატის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში მისი განაცხადი გაუქმებულად ჩაითვლება და ავტომატურად მოხდება მომდევნო კანდიდატთან დაკავშირება.

გენერატორის წაღება შესაძლებელი იქნება 2021 წლის 27-დან 31 მაისამდე.