2021 წლის ივლისიდან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარს უჭერს გამომცემლობა „ზიარს“ (ყოფილი გამომცემლობა „პოეზია“) პროექტის - ისტორიის, ერის მშენებლობის და მეხსიერების პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიების ხელშეწყობა - ფარგლებში. პროექტის მიმდინარეობისას ქართულ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა რონალდ სუნის წიგნი - „ქართველი ერის შექმნა“.
რონალდ გრიგორ სუნი, რომელიც ამჟამად ჩიკაგოს უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერების და ისტორიის მიმართულებით ემერიტუს პროფესორია, ყოფილი საბჭოთა სივრცის ისტორიის და ნაციონალიზმის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებულ მეცნიერად მიიჩნევა. მისი წიგნი „ქართველი ერის შექმნა“ პირველად 1988 წელს გამოიცა, ხოლო მეორედ 1994 წელს. წიგნი სწავლობს ქართველი ერის წარმოშობას ეთნიკურად მრავალფეროვან კავკასიის რეგიონში, სხვადასხვა გარე ოკუპანტი ძალების წინააღმდეგ არსებულ კონტექსტში. წიგნი იკვლევს ქართული ეროვნული ცნობიერების ფესვებს და აღზევებას თანამედროვე პერიოდში და ცდილობს ახსნას ქართული ნაციონალიზმის რამდენიმე ძირითადი მიზეზი.
წიგნის „ქართველი ერის შექმნა“ ქართული თარგმანი ხელს შეუწყობს ახალ დისკუსიებს ისტორიის და მეხსიერების პოლიტიკის, ასევე ერის და სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებზე. ის ასევე იქნება მნიშვნელოვანი სტუდენტებისთვის, ისტორიკოსებისა და გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ ერის მშენებლობის პროცესზე, ასევე ნაციონალიზმის წარმოშობასა და მის გავლენაზე კონფლიქტებსა და პოტენციურ მშვიდობის მშენებლობაზე.