"ქლაიმათ ბეიზიქსის" მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსია მიზნად ისახავდა COP26-ის შედეგების შეჯამებას და ასევე თუ რა გავლენას მოახდენს კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოზე.
დისკუსიის მოდერატორი იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროგრამების კოორდინატორი, თამარ ანთიძე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ:
მაია ცხვარაძე, საქართველოს ერთ -ერთი დელეგატი COP26 -ზე, კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ეკატერინე მიქაძე, გაეროს განვითარების პროგრამის„ევროკავშირი კლიმატისთვის“ ეროვნული კოორდინატორი;
გიორგი ცინცაძე, მკვლევარი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
„ქლაიმათ ბეიზიქსი“ არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც კლიმატის ცვლილების და მდგრადი განვითარების პოლიტიკის, სამართლის და ანალიზის სფეროებში კვლევით და ცნობიერების ამაღლების აქტივობებს ახორციელებს.
პროექტის საინფორმაციო კამპანია მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) შესახებ მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.