წლების განმავლობაში, ქალებს ყოველდღიურ ცხოვრებაში უწევდათ სხვადასხვა როლის შეთავსება - დედების, ოჯახების მარჩენალის, მშრომელების და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს როლები ყოველთვის მიიჩნეოდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად, ისინი იშვიათად იქცევდნენ ყურადღებას საჯარო დისკურსში.
დისკუსიაზე განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:
როგორი იყო ქალთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა სახელმწიფო სოციალიზმის პირობებში 1970-1980-იან წლებში (მაგ: ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების პოლიტიკა, დირექტივები, რომლებიც ეხებოდა ქალების თანაბარ მონაწილეობას შრომის ბაზარზე, ფულადი და ინსტიტუციური მხარდაჭერა ბავშვების აღზრდისთვის და სხვა).
რა წინაპირობები არსებობდა ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და შრომის ბაზარზე ჩართვისთვის?
სექსუალობის დისკურსები ბრეჟნევის პერიოდში: როგორ იცვლებოდა ეს დისკურსები როდესაც იკვეთებოდა ადგილობრივ კულტურულ და ნაციონალისტურ ასპექტებთან? რა გავლენას ახდენდა სექსუალობის დისკურსები ქალებზე და როგორ ხდებოდა ქალების მხრიდან დისციპლინური პრაქტიკების ინტერნალიზება?
აღნიშნულ კითხვებს უპასუხებენ ჩვენი მომხსენებლები საქართველოდან და უკრაინიდან:
ოლგა გნიდიუკ, პოსტ-დოქტორანტი მკვლევარი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ავსტრია;
თამარ ქებურია, დოქტორანტურის სტუდენტი, კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, გოტინგენის გეორგ-ავგუსტუსის სახელობის უნივერსიტეტი;
ოლენა სტიაჟკინა, ისტორიის დოქტორი, პროფესორი, უფროსი მეცნიერ-მკვლევარი, უკრაინის ისტორიის ინსტიტუტი, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია;
ალა პარუნოვა, პროექტის მენეჯერი, თანასწორობის მოძრაობა.
მოდერატორები: სოფია ოლიუნიუკ, პროგრამის კოორდინატორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კიევის ოფისი - უკრაინა, და ლილია ჩიხლაძე, პროგრამის კოორდინატორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი.
მისასალმებელი სიტყვა: დოქტ.სონია შიფერსი, დირექტორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი და იოჰანეს ფოსვინკელი, დირექტორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კიევის ოფისი - უკრაინა.