საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია
კვლევა "საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია: გამოცდილების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კვლევა" WeResearch-მა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით განახორციელა 2021 წელს. მისი მიზანი ისტორიისა და მისი სწავლების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლა იყო. კვლევა შეეხებოდა იმასაც, თუ როგორ ესმით ახალგაზრდებს საქართველოს ისტორია, რა იციან და რა აინტერესებთ ამ სფეროში, რა ძირითადი წყაროები აქვთ ისტორიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და როგორ აფასებენ ისტორიის სწავლის გამოცდილებას. ამისათვის, კვლევის ფარგლებში მონაცემთა შეგროვების რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები იქნა გამოყენებული. კერძოდ, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც საჯარო სკოლის 9-12 კლასის 4366 მოსწავლე მოიცვა; თვისებრივი კვლევის ფარგლებში კი 12 ფოკუსჯგუფი შედგა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან და, ასევე, რვა პირისპირი ინტერვიუ - სფეროს ექსპერტებთან.
კვლევის მიგნებების საფუძველზე რამდენიმე საგულისხმო რეკომენდაცია შემუშავდა, რომლებიც შემდეგ საკითხებს უკავშირდება: ისტორიის სწავლების მეთოდების დახვეწა; ისტორიის სწავლების შინაარსის გაუმჯობესება; ისტორიის წყაროების მრავალფეროვნების ზრდა; ისტორიის კვლევების ხელშეწყობა; განათლების მიღებისას უთანასწორობის გათვალისწინება და მისი შემცირება.
Product details
Table of contents
1. შესავალი 10
1.1. საკვლევი კითხვები 12
2. კვლევის მეთოდი 13
2.1. სამაგიდე კვლევა 14
2.2. რაოდენობრივი კომპონენტი 14
2.2.1 კითხვარის შემუშავება 14
2.2.2 მონაცემთა მოპოვების მეთოდები 15
2.2.3 შერჩევა 16
2.2.4 მონაცემთა შეგროვება და დამუშავება 16
2.2.5 მონაცემთა ანალიზი 17
2.3. თვისებრივი კომპონენტი 19
2.3.1 ექსპერტული ინტერვიუ 19
2.3.2 ფოკუსჯგუფი 20
2.3.3 კვლევის სამიზნე ჯგუფი და შერჩევა 20
2.3.4 მონაცემთა შეგროვება და ანალიზი 21
2.4. საველე სამუშაოების შეჯამება 22
2.5. ეთიკური საკითხები 22
2.6. მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის შეზღუდვები 23
3. კონტექსტის მიმოხილვა 24
3.1. ისტორიის სწავლება სკოლებში 24
3.1.1 სახელმძღვანელოები 27
3.1.2 მასწავლებლები 30
4. კვლევის ძირითადი შედეგები 32
4.1. როგორ ესმით ახალგაზრდებს საქართველოს ისტორია? 32
4.1.1 ისტორიის მნიშვნელობა და მისი შესწავლის მიზნები ახალგაზრდებისთვის 32
4.1.2 ისტორიის მოვლენების ინტერპრეტაცია ახალგაზრდების მიერ 35
4.1.3 შეჯამება 37
4.2. რა იციან ახალგაზრდებმა ისტორიის შესახებ და რითი ინტერესდებიან? 38
4.2.1 ისტორიის ცოდნის თვითშეფასება 38
4.2.2 ისტორიით დაინტერესება 40
4.2.3 ისტორიული პირები 47
4.2.4 შეჯამება 54
4.3. ინფორმაციის მიღების ძირითადი წყაროები 55
4.3.1 სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მიღების სიხშირე 55
4.3.2 ფორმალური განათლების წყაროები 57
4.3.3 არაფორმალური და ინფორმალური განათლების წყაროები 59
4.3.4 საქართველოს ისტორიის წყაროების გამოყენება სოციოდემოგრაფიული
მახასიათებლების მიხედვით 61
4.3.5 წყაროების მიმართ ნდობა 62
5
4.3.6 შეჯამება 64
4.4. ისტორიის სწავლისა და სწავლების გამოცდილება საქართველოში 66
4.4.1 ისტორიის სწავლა და სწავლების ძირითადი აქტივობები 66
4.4.2 საკლასო აქტივობებში ჩართულობა სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით 71
4.4.3 ისტორიის სწავლისა და სწავლების ძირითადი ფოკუსი 72
4.4.4 შეჯამება 75
4.5. დამოკიდებულებები სხვადასხვა მოვლენის მიმართ 76
4.5.1 ადამიანის ცხოვრების შემცვლელი ფაქტორები 76
4.5.2 დამოკიდებულება ერებისა და ერი სახელმწიფოების მიმართ 78
4.5.3 დამოკიდებულება ევროპის, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მიმართ 80
4.5.4 მოსაზრებები ქართულ კულტურაზე 87
4.5.5 შეჯამება 92
5. რეკომენდაციები 93
6. დანართები 96
დანართი 1: გამოკითხული მოსწავლეების სოციოდემოგრაფიული პროფილი 96
დანართი 2. კვლევის დროს გაანალიზებული ლიტერატურა 101
დანართი 3. კითხვარი 104
დანართი 4. ექსპერტული ინტერვიუების გზამკვლევი 104
დანართი 5. ფოკუსჯგუფების გზამკვლევი 104