სამხრეთ კავკასიის რეგიონალური კონფერენცია მეხსიერების პოლიტიკაზე - დღის წესრიგი

ისტორიის სწავლება: განათლება და იდენტობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში

თარიღი: 2022 წლის 24 ოქტომბერი

ჩატარების ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორია B201 (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი #32)

ენა: ქართული და ინგლისური (სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილია)

Memory Conference banner 2022

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან (SOVLAB) ერთად მართავს ყოველწლიურ სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონფერენციას მეხსიერების პოლიტიკაზე, რათა მიმოიხილოს ისტორიის კვლევა და სწავლება სამხრეთ კავკასიაში. კონფერენციის მომხსენებლები იმსჯელებენ ისტორიის სწავლების მეთოდებზე, ისტორიულ ნარატივებზე და განიხილავენ მიმდინარე დებატებს ახალგაზრდების იდენტობის ჩამოყალიბებაში ისტორიის როლის შესახებ.  

მეხსიერების პოლიტიკაზე მომუშავე მკვლევარები და მეცნიერები აღწერენ თუ როგორ აგრძელებენ დღეს საგანმანათლებლო დაწესებულებები სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა საგანმანათლებლო პრაქტიკას.[1]  საკლასო ოთახებში და ისტორიის წიგნებში, საბჭოთა პერიოდის მსგავსად, მოსწავლეებს ხშირად ეძლევათ წარსულის ერთი ოფიციალური ინტერპრეტაცია. თუმცა, მარქსისტული მიდგომისგან განსხვავებით, რომელიც დომინანტური იყო საბჭოთა პერიოდში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წინ ეთნონაციონალისტური პერსპექტივები წამოიჭრა.[2]  საქართველოში ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ ცხადყო, რომ მასწავლებლებისთვის ისტორიის სწავლების მიზნები ორმხრივია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი, ერთის მხრივ, პატრიოტული გრძნობების გაღვივებას, ხოლო მეორე მხრივ, კრიტიკული აზროვნების მხარდაჭერის მიზანს ემსახურება.[3]  მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მიზანი ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო იდეებად არის წარმოდგენილი, ისინი არ არიან ურთიერთგამომრიცხავი, რადგან მათი ურთიერთდამოკიდებულება უფრო რთულია და ზოგიერთი მასწავლებელი ცდილობს გააერთიანოს  სწავლების ეს ორი მიზანი.[4]   ისტორიის გაკვეთილები ძირითადად სტანდარტული რჩება (მაგ. მოსწავლეები უსმენენ მასწავლებლების თხრობას ისტორიულ მოვლენებზე და ძირითადად იყენებენ ისტორიის სახელმძღვანელოებს), თუმცა, ამასთანავე მასწავლებლები სულ უფრო მეტად ცდილობენ სწავლების ძველი და ახალი/არასტანდარტული მეთოდების შერწყმას, როგორიცაა ისტორიული ფილმების ჩვენება, მუზეუმების სტუმრობა და ა.შ.[5]  უმეტეს შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიაში მოსწავლეებს ჯერ კიდევ მოეთხოვებათ ისტორიული ფაქტების დამახსოვრება და ამ პირობებში კრიტიკული და მრავალპერსპექტიული რეფლექციის ადგილი ნაკლებად რჩება.

სასკოლო სწავლება ისტორიის შესახებ განათლების მხოლოდ ერთი ნაწილია. ისტორიის განათლების შესახებ მრავალფეროვანი და კრიტიკული დისკუსიების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ფართო დისკუსიების წარმოწყებას პროფესიონალურ წრეებში, ისევე როგორც ფართო საზოგადოებაში, თუ როგორ დავძლიოთ ისტორიის პოზიტივისტური („სიმართლის მაძიებელი“) გაგება და ნაციონალისტური ნარატივის დომინირება ისტორიის სახელმძღვანელოებში.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი თავის პარტნიორებთან ერთად მხარს უჭერს კვლევებსა და დისკუსიებს მეხსიერების პოლიტიკის მნიშვნელოვან თემაზე და ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიული განვითარების პროცესს.  კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ  ისტორიის, ანთროპოლოგიის, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით მომუშავე მეცნიერები, მკვლევრები და სტუდენტები.  

დღის წესრიგი

10:30 – 10:45 (თბილისი, ბაქო, ერევნის დროით)

მისასალმებელი სიტყვა: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის - სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორი, დოქტორი სონია შიფერსი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე

10:45 – 11:45 დიალოგი: ქეთევან გურჩიანი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და რონალდ გრიგორ სუნი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და ისტორიის ემერიტუს პროფესორი. დიალოგის თემა: ერის და იდენტობის მშენებლობის პროცესები სამხრეთ კავკასიაში.

აღნიშნულ პანელზე დასწრება შესაძლებელია როგორც დარბაზში, ასევე ონლაინ, შემდეგი ბმულის გამოყენებით https://bit.ly/3SUfBAz

11:45 – 12:00 შესვენება

12:00 – 13:30 პანელური დისკუსია (I): ისტორიული ნარატივები საბჭოთა სახელმძღვანელოებში: რა გავლენას ახდენენ ისინი დღევანდელ ისტორიოგრაფიაზე?

მომხსენებლები:

- სერგეი რუმანცევი, სოციოლოგი, დამოუკიდებელი სოციალური კვლევის ცენტრის (CISR e.V.) თანადამფუძნებელი;

- ლუსინე ხარატიანი, ანთროპოლოგი, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, სომხეთის რესპუბლიკა;

- ნინო ჩიქოვანი, კულტურის კვლევების ინსტიტუტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

მოდერატორი: სევილ ჰუსეინოვა, სოციალური ანთროპოლოგი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი - ევროპული ეთნოლოგიის ინსტიტუტი.

13:30 – 14:30  შესვენება

14:30 – 16:00 პანელური დისკუსია (II): კონფლიქტის სწავლება: წარსული, როგორც აწმყოს ინსტრუმენტი?

მომხსენებლები:

- მაია ბარქაია, ინტერდისციპლინარული მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;

- მიქაელ ზოლიანი, ვ. ბრიუსოვის სახელობის ერევნის სახელმწიფო ენათმეცნიერების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

- მირკამრან ჰუსეინლი, ლექტორი/პრაქტიკოსი შედარებითი ისტორიისა და პოლიტიკური მეცნიერების და ნაციონალიზმის კვლევებში;

მოდერატორი: ევია ჰოვანისიანი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი.

16:00 – 16:30 კონფერენციის შეჯამება.

 

[1] ფილიპ გამღელიანი & სერგეი რუმიანცევი, ისტორიის განათლება სამხრეთ კავკასიაში, თურქული პოლიტიკის კვარტალური გამოცემა, 2014, ტომი 13, ნომერი 1, გვ. 121-130, ხელმისაწვდომია:http://turkishpolicy.com/files/articlepdf/history-education-in-the-south-caucasus-spring-2014-en.pdf

[2] სევილ ჰუსეინოვა, ბაქო მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში: „ხალხთა მეგობრობისადა ეთნიკური კონფლიქტების სივრცე, International Alert, 2013, ტომი 1, გვ.50, ხელმისაწვდომია: https://www.international-alert.org/wp-content/uploads/2021/08/Caucasus-Myths-Conflict-Vol1-EN-2013-1.pdf

[3] საქართველოს ახალგაზრდობა და ისტორია: გამოცდილება, განწყობები და ღირებულებები, WeResearch, 2021, გვ.9, გვ.75, ხელმისაწვდომია: https://ge.boell.org/sites/default/files/2022-04/Youth%20and%20History.pdf

[4] იქვე, გვ. 73

[5] იქვე, გვ.64-67