ქალები წარმოადგენენ გლობალური მოსახლეობის ნახევარს. უსაფრთხოების დებატებში მათი შეხედულებების უკეთ ასახვა ხელს შეუწყობს უფრო ჰოლისტური და ეფექტური უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებას. უსაფრთხოების სექტორში ქალთა აქტიური ჩართულობა ასევე მნიშვნელოვან როლს შეიტანს სხვადასხვა გენდერული გამოწვევის გადაჭრაში.
გაციფრულების/დიგიტალიზაციის მზარდი ტენდენციის გამო, კიბერ საფრთხეები მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მამაკაცები, ასევე ქალები შეიძლება გახდნენკიბერ შეტევების სამიზნეები, ქალების აღქმა და გამოცდილება განსხვავებულია და საჭიროებს საფუძვლიან ანალიზს მათი გამოწვევების უკეთ გასაგებად და მათზე მორგებული გადაწყვეტილებების მისაღებად. კიბერსივრცეში ქალთა გამოცდილებისა და კიბერუსაფრთხოების პერსპექტივების შესახებ სხვადასხვა ტიპის კვლევა ტარდება, თუმცა ამ კვლევების სრულყოფილი მიმოხილვა და ანალიზი არ არსებობს. ქალთა უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ უამრავი პრაქტიკული შეხედულება იმის შესახებ, თუ რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგანან ქალები ონლაინ სივრცეში. პროექტის გუნდის წინა მოსამზადებელმა კომუნიკაციამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან აჩვენა, რომ კიბერდანაშაულის მსხვერპლად გახდომის შემთხვევაში ქალებს ურჩევნიათ მიმართონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვიდრე სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინონ დანაშაულის შესახებ.
პროექტის მიზანია ჩაატაროს პირველი ყოვლისმომცველი კვლევა კიბერუსაფრთხოების შესახებ ქართველი ქალების პერსპექტივების შესახებ, განსაკუთრებული აქცენტით ქალთა გამოწვევებზე, რაც დაეხმარება სამართალდამცავ უწყებებს და სხვა ორგანოებს პოლიტიკის შემუშავების პროცესში გენდერული მიდგომების ასახვაში. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ამ საკითხზე დებატების წახალისებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართვას.