სამხრეთ კავკასიის ამბები (ნეტგაზეთი, 2024)

Კითხვის დრო: 1 წუთი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მხარს უჭერს ონლაინ მედიასაშუალებას ნეტგაზეთს ახალი ამბების, რეპორტაჟების, სიღრმისეული ინტერვიუების, ანალიტიკური სტატიებისა და მულტიმედიური მასალების ქართულ ენაზე გამოქვეყნებაში. ნეტგაზეთი თანმიმდევრულად აშუქებს სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებს, ჟურნალისტური  სტანდარტების დაცვით. იგი გამოირჩევა მიუკერძოებელი, კარგად დაბალანსებული რეპორტინგით. ნეტგაზეთი ყოველდღიურად აქვეყნებს ორ-სამ სტატიას სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და ყოველთვიურად ქვეყნდება ერთი ანალიტიკური სტატია სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებზე. პროექტის ერთ-ერთი გრძელვადიანი მიზანია ხელი შეუწყოს მეზობელი ქვეყნების და იქ მცხოვრები სხვადასხვა ჯგუფების მიმღებლობის გაზრდას.