ევროპის სამეზობლო პოლიტიკა

Კითხვის დრო: 2 წუთი


ევროპის სამეზობლო პოლიტიკა

Image removed.

2004 წ. სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გაწევრიანება ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში ევროპის დახმარებით დემოკრატიზაციისა და კანონის უზენაესობის განვითარების მნიშვნელოვან შანსს. თუმცა, რეგიონის ევროკავშირთან დაახლოების უზრუნველსაყოფად ორივე მხარემ უნდა შეასრულოს ძირითადი ამოცანები: 

  • სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობებს ევალებათ არა მხოლოდ ევროპაში გაწევრიანების მზადყოფნის გამოცხადება, არამედ ამის დემონსტრირება დემოკრატიული რეფორმების აქტიური და მტკიცე განხორციელების გზით.
  • ევროპის კავშირი არა მხოლოდ აფინანსებს მრავალ პროგრამას, არამედ მოუწოდებს ამ პროგრამების აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერისაკენ, საკუთარი ინიციატივების გამოვლენის და რეფორმებისადმი მზადყოფნის გამოხატვის გზით.
  • იმისათვის, რომ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის პრინცეპები იყოს ეფექტური და გამჭვირვალე სამხრეთ კავკასიაში, აღნიშნული ქვეყნების საზოგადოებები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ეროვნული მოძრაობის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში. 
  • რაც შეეხება საქართველოს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოსთან და ევრაზიის ფონდთან ერთად შეიმუშავა მოქმედების სპეციალური პროგრამა. 
  • სომხეთსა და აზერბაიჯანში, აგრეთვე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებულ რესპუბლიკებში და მთიან ყაბარახში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი თანამშრომლობს სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან და მედიასთან, რათა სერიოზულად განიხილოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პროცესების პოტენციალი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის სფეროში.
  • გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლები მიწვეულნი არიან ბრიუსელში, სტრასბურგსა და ბერლინში ევროკავშირის სტრუქტურების გასაცნობად და, ამავდროულად, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის შეხედულებების პოლულარიზაციისათვის კანონის უზენაესობის შესაბამისად.

ევროპის საბჭო
სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო ევროპის საბჭოს წევრია და, შესაბამისად, მათ ხელი აქვთ მოწერილი ადამიანის უფლებების შესახებ ევროპულ კონვენციაზე. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა აწყობს მრგვალ მაგიდება აზერბაიჯანში, აგრეთვე ადამიანის უფლებების აქტივისტების ერთობლივ შეხვედრებს მთლიანი რეგიონიდან. აღნიშნული ღონისძიებების შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს დაკვირვება, თუ რა დონეზე შესრულდა სახელმწიფოთა ვალდებულებები ევროსაბჭოს წინაშე, და, ამასთან, როგორ ხდება მათ მიერ ევროკავშირის ინსტიტუტებში მონაწილეობის, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების ეფექტური საშუალების გამოყენება.