ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შეხვედრის და ურთიერთობის ლიმიტირებული შესაძლებლობები გააჩნია. დროდადრო, საქართველოს კონფლიქტურ რეგიოენებში მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ეწყობა შეხვედრები და ფორუმები ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის. მსგავსი შეხვედრები როგორც წესი საზღვარგარეთ ეწყობა. ზოგადად, ქართული საზოგადოება არ არის ინფორმირებული ამ შეხვედრებზე მიმდინარე პროცესებისა და ჩვენი ქვეყნისათვის ამ შეხვედრების გამართვით მიღებული შესაძლო შედეგების შესახებ.
2010 წლის 16 ივნისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა გამართა დებატი, რომელიც მიეძღვნა ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის პერსპექტივებსა და გამოწვევებს. ფონდმა დებატებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ქართულ-აფხაზურ დიალოგში. ახალგაზრდების მოწვევის მიზანი მათი გამოცდილების გაზიარება და კონფლიქტის მოგვარების პროცესში სახალხო დიპლომატიის როლის განხილვა გახლდათ.
მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ: ნათია ონიანი, ქართულ-აფხაზური საინიციატივო ჯგუფის წევრი (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი), კოტე ჩოკორაია – ახალგაზრდული ორგანიზაციის "პირველები" თავმჯდომარე და ირაკლი მეგრელიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე. დებატებს მოდერაციას უწევდა ქ-ნი ნინო კალანდარიშვილი, რომელიც გახლავთ ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის "ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის" პროექტის კოორდინატორი.
ქ-ნმა ნინომ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ. ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის დიალოგის პროცესი 2007 წელს დაიწყო, როდესაც პირველი შეხვედრა გაიმართა შვეიცარიაში. სულ ჯამში აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმართა 5 შეხვედრა შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაში. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, ისეთები როგორიცაა შერიგების რესურსები, ბერგჰოფის ცენტრი და კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ინსტიტუტი, მხარს უჭერენ ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის დიალოგის აღდგენას. ამავე დროს პროცესში ჩართულია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია – დევნილ ქალთა ასოციაცია თანხმობა. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე დამოუკიდებელი ინიციატივა, რომელიც თავად ქართველი და აფხაზი ახალგაზზრდების ინიციატივით ტარდება.
კოტე ჩოკორაია ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. მისი აზრით 2008 წლის აგვისტოს ომის შმდეგ, აფზახური საზოგადოების დამოკიდებულება ქართული მხარის მიმართ შეიცვალა. კომუნიკაციის ერთადერთი ოფიციალური არხი რომელიც დღეს არსებობს ჟენევის პროცესი გახლავთ. საზოგადოების უმეტესი ნაწილი ფიქრობს რომ დიალოგი კონფლიქტის მოგვარების პროცესში არავითარ როლს არ ასრულებს. მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს რომ აფხაზებთან დიალოგი აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი დიალოგი რუსეთის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე პრობლემას არ გადაწყვეტს, მსგავსი დიალოგი აუცილებელია. ახალგაზდრები უნდა იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. კონფლიქტის ორივე მხარეს იზრდებიან ახალგაზრდები, რომლებსაც განსხვავებული ხედვები აქვთ და არ იცნობენ ერთმანეთს.
ირაკლი მეგრელიშვილიც დიალოგის პროცესის ერთ-ერთი მონაწილეა. მიუხედავად იმისა რომ ირაკლი უახლოეს მომავალში კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობას გამორიცხავს, დიალოგის გაგრძელების მომხრეა და ფიქრობს რომ მოქალაქეები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი დიალოგის პროცესში. შეხვედრები ახალგაზრდებს შორის ხშირად უნდა მოეწყოს. წელიწადში ორჯერ შეხვედრების მოწყობა არ არის საკმარისი აფხაზური საზოგადოების ქართველებისადმი ურთიერთობისა და დამოკიდებულების შესაცვლელად. შახელმწიფო სტრატეგიის მიღება მნიშვნელოვანი, თუმცა დაგვიანებული მოვლენა გახლდათ. შტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტი სახალხო დიპლომატიაც იქნება. თუმცა ეს პროცესი 20 ადამიანით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და კოორდინერებულად მიმდინარეობდეს. კოორდინაციის საუკეთესო შესაძლებლობა კი სახელმწიფოს გააჩნია.
ნათია ონიანი დიალოგის მესამე მონაწილეა და ფიქრობს რომ დიალოგი უნიკალური ფორუმია, სადაც ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები ხვდებიან ერთმანეთ და ცვლიან ინფორმაციას მათ საზოგადოებებში მიმდინარე პროცესების შესხებ. ნათიას აზრით აუცილებელია აფხაზ საზოგადოებასთან მუშაობა, მიუხედავად იმისა რომ ეს ძალიან რთული პროცესი იქნება.
ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 21 გვ., 124 კბ)