Nachklang: საქართველო ომიდან ერთი წლის შემდეგ

Კითხვის დრო: 1 წუთი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ და ევროპის სახლმა მოაწყო ფოტოგრაფ უვე შობერის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით:

“Nachklang: საქართველო ომიდან ერთი წლის შემდეგ“

უვე შობერმა სერია Nachklang-ის თითოეული კომპოზიცია ორი ფოტოს შერწყმით შექმნა, რომელთაგან პირველი 2008 წლის აგვისტოშია გადაღებული, ხოლო მეორე - იმავე ადგილას, ზუსტად ერთი წლის შემდეგ. ფოტოგრაფი ცდილობს დროის განზომილება მოაცილოს ორივე გამოსახულებას და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი სურათი ერთ სივრცეში შემოგვთავაზოს.

ალეგორიული და მეტაფორული კომპოზიციების მთელი რიგი წარმოდგენილია ბავშვების, ქალების, მამაკაცებისა და სხვა ჯგუფების ისტორიებით, რომლებსაც შეიარაღებული კონფლიქტი შეეხოთ. უვე შობერი გვიჩვენებს საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ცდილობს გადალახოს ომის შემდგომი სირთულეები. ამავე დროს, ფოტოგრაფი ცდილობს კიდევ ერთხელ დაგვანახოს ქვეყანა, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემების მოგვარებისა და ინტეგრაციისათვის იღწვის.

გამოფენა 2010 წლის 27 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე ევროპის სახლში გაიხსნა და 30 სექტემბრამდე გაგრძელდა.

გამოფენის მისამართია: თბილისი, ევროპის სახლი, თავისუფლების მოედანი #1,  მე-2 სართული.

ფოტოგამოფენა ჩატარდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის „იძულებით გადაადგილებული პირები - საჯარო დებატები“ ფარგლებში.