ოთხშაბათს, 2011 წლის 22 ივნისს, 18:00 საათზე
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ოფისში გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე:
„ჰომოფობია - იცვლება თუ არა დამოკიდებულებები უმცირესობების მიმართ საქართველოში?”
ძირითადი მომხსენებლები:
- თამთა მელაშვილი - პროექტის კოორდინატორი, განსხვავებულობის კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაცია;
- ლელა გაფრინდაშვილი - ფილოსოფოსი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
- თათა ცოფურაშვილი - ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
- ლევან აბაშიძე -თეოლოგი.
მოდერატორი: მარინა ელბაქიძე (CIPDD - მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი).
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ზოვრეთის ქ., 38
აღნიშნული დებატები ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი სოციალური ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებებისათვის" ფარგლებში.