კონკურსი პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე - მთავარი გვერდი

Კითხვის დრო: 2 წუთი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო ხელახლა აცხადებს კონკურსს პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გერმანიის მწვანეთა პარტიასთან ასოცირებული, იურიდიულად დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდია.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო 2003 წელს გაიხსნა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

დამატებითი ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ: www.boell.ge, www.boell.de.

სამუშაოს აღწერილობა:
პროგრამის კოორდინატორი პასუხისმგებელია ფონდის პროექტების განხორციელებაზე დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის, სოციალური მეცნიერებების სასტიპენდიო პროგრამის და გარემოს დაცვის სფეროებში საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

პროგრამის კოორდინატორი:
-         უზრუნველყოფს დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის, სოციალური მეცნიერებების სასტიპენდიო პროგრამის და გარემოს დაცვის სფეროებში პროექტების დაგეგმვას, ციკლის მართვას და  განხორციელებას;
-         უზრუნველყოფს პროექტების ბიუჯეტის შედგენას და  ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგს;
-         უზრუნველყოფს პარტნიორი ორგანიზაციების მენეჯერულ მხარდაჭერას და ზედამხედველობას;
-         ამყარებს და ავითარებს კონტაქტებს, კავშირებსა და თანამშრომლობას საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ადგილობრივ და რეგიონში მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ამ მიზნით პერიოდულად მგზავრობს აზერბაიჯანსა და სომხეთში, ან საქართველოს რეგიონებში;
-         ფონდის მიზნების განსახორციელებლად აკვირდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების  პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს;
-         ფანდრაიზინგის მიზნით ეხმარება დირექტორს საპროექტო წინადადებების/განაცხადების ინიცირებასა და მომზადებაში.

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:
-         საუნივერსიტეტო განათლება სოციალურ ან იურიდიულ მეცნიერებებში;
-         განათლების, დემოკრატიისა და/ან ადამიანის უფლებების სფეროში პროექტების მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება(ბიუჯეტის მართვისა და კონტროლის გამოცდილების ჩათვლით);
-         ქართული, ინგლისური ან გერმანული, რუსული ენების კარგად ფლობა;
-         გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი ზემოთმოთხოვნილ ენებზე;
-         საპროექტო განაცხადების/წინადადებების წერის სოლიდური გამოცდილება;
-         დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
-         კომუნიკაბელობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
-         საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.

სასურველია:
-         კანდიდატს ჰქონდეს ევროკავშირის საპროექტო განაცხადების/წინადადებების მომზადების გამოცდილება;
-         კანდიდატს ჰქონდეს სომხეთსა და აზერბაიჯანში მუშაობის ან იქ პროექტების განხორციელების გამოცდილება.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამუშაოს დაწყების თარიღი: 2012 წლის 1 ივნისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენებზე), CV და სარეკომენდაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ge.boell.org.

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "პროგრამის კოორდინატორი" ელფოსტაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2012 წლის 21 მაისი (18:00 სთ). დაგვიანებული აპლიკაციები არ მიიღება.

ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს. აღნიშნულ პოზოციაზე ხელმეორედ გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.