ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო წლების განმავლობაში იღწვის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის განვითარებაში შეიტანოს თავისი წვლილი. ამ მიმართულებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მსჯელობების წახალისება სოციალური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების რიგ ასპექტებზე, რომლებში მონაწილეობის საშუალებაც ფონდის მეგობრებს და გულშემატკივრებს ტრადიციული ოთხშაბათის დებატების ფარგლებში შეუძლიათ. ცხადია, ამ საქმიანობას ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი და ყურადღება ვერ ექნებოდა, რომ არა ისეთი პარტნიორების ინტერესი და მხარდაჭერა, როგორიც რადიო „თავისუფლებაა“.
რადიო „თავისუფლება“ 2012 წლის განმავლობაში ყურადღებით ადევნებდა თვალს იმ თემებს, რასაც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მსჯელობისთვის სთავაზობდა დაინტერესებულ საზოგადოებას. „თავისუფლების“ რეპორტაჟებში, ბლოგებსა თუ რუბრიკებში ფონდის არაერთი დებატი თუ მისი სტუმარი მოხვდა. საზოგადოებრივი ცხოვრების რიგ საკითხებზე ინტერესთა ამგვარმა თანხვედრამ საშუალება მოგვცა სამსჯელო სივრცე ერთობლივი ძალისხმევით გაგვეფართოვებინა, რასაც დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვის მნშვნელოვან წვლილად და გაწეული თანამშრომლობის კარგ ნიმუშად დავასახელებდით.
ქვემოთ გთავაზობთ ბმულებს რადიო „თავისუფლების“ ვებგვერდზე, რომლებიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს საჯარო დებატებს ეხმაურებიან:
1. ახალგაზრდული პროტესტი. 7 დეკემბერი 2012
2. ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა. 23 ნოემბერი 2012
3. კულტურის პოლიტიკა წარსულსა და მომავალს შორის. 18 ნოემბერი 2012
4. თამარ გურჩიანის „თავისუფლების დღიურები“. 4 ნოემბერი 2012
5. სახალხო დამცველის როლი და მისია. 26 ოქტომბერი 2012
6. მწერალი ქალი - პოზიტიური დისკრიმინაცია? 5ოქტომბერი 2012
7. საქართველო და მისი მომავალი ევროპაში. 11 მარტი 2012
8. სახალხო დამცველის მოხსენება: დისკუსია ცარიელ დარბაზში. 6 მაისი 2012
9. პოლიტიკა და რელიგია საქართველოში. 24 ივნისი 2012
10. რა ცოდნას გვაძლევს არქივები? 20 ივლისი 2012