
ქუთაისი, 17 ივნისი, 2013
როგორ იქმნება კულტურა და რას განსაზღვრავს იგი? - ერთგვარად რიტორიკული კითხვა აღმოჩნდა, ქუთაისში ჩატარებული დებატებისა, რომელიც ჰინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ, 14 ივნისს გამართა. ცხელი და გადამღლელი სამუშაო კვირის მიწურულის მიუხედავად, დარბაზში შეკრებილებისთვის ნამდვილად იყო კულტურის შექმნისა და წარმომავლობის განსაზღვრა მთავარი თემა.
საიდან მოდის კულტურა პირვენდელი, თვითმყოფადი სახით და ვინ არიან განმსაზღვრელები-ამ თემაზე საუბრით დაიწყო მოხსენება ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავამ, რომელმაც კულტურა პოლიტიკის რანგში განიხილა და ჰომოსაპიენსიდან განვითარებულ ცხოველებამდე ანუ ადამიანებამდე მოიტანა. როგორია კულტურული ქცევა, ცივილიზებულ სამყაროში ადამიანებს შორის ურთიერთობა, რა მოხდა 17 მაისს და რამდენად უკავშირდება უმცირესობებსა და უმრავლესობებს შორის ურთიერთობები კულტურულ ასპექტებს. ამ საკითხებზე ლალი პერტენევას გარდა მოხსენებისა, კითხვებზე პასუხის გაცემაც მოუწია.
მომდევნო მომხსენებლელი ხელოვნების ანდერგრაუნდაში მყოფი „კიბერთეატრის“ დამაარსებელი გიორგი ხასაია იყო, რომელმაც აუდიტორიას საკუთარი ხედვა წარუდგინა ხელოვნების იერარქიაზე, რომლის ქვეშაც მყოფები, თანამედროვე მწერლობაში ბიბლიური ტექსტების წამბაძველებად გვევლინებიან. განსაკუთრებით საინტერესო მათ შორის „მედიალურები“ ანუ მედიაში ყველაზე ხშირად მიწვეული და ამიტომ ე.წ.“ფეისები“ და „შვილიშვილები შობილი ბაბუებისგან“(ბაბუების წაბაძვით მცხოვრები ახალი თაობა, რომლებსაც არ მოსწონთ ჯინსებიანი მამები. მათ პარლამენტარი და ჰალსტუხიანი ბაბუები ურჩევნიათ) არიან. დებატებში მონაწილეთა რეპლიკები და შეკითხვებიც სწორედ გიორგი ხასაიას მისამართით იყო.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტების მენეჯერმა, ხელოვნებათმცოდნე ნინი სანადირაძემ მოხსენების ძირითადი ასპექტი ადამიანური ურთიერთობების ხელოვნებას დაუთმო. მისი თქმით : „კულტურა ეს არის უეროვნებო, ურელიგიო ფენომენი, რომელსაც არ აქვს გეოგრაფია, თუმცა არა საზღვრები. ამ შემთხვევაში სათქმელის საზღვრებზეა საუბარი. ძალიან მნიშვნელოვნია, რას ვეძახით ჩვენ კულტურას და როგორ იქმნება მერე იგი. კულტურა არის ღირებულებათა სისტემა, ეს არის ერთგვარი არქიტექტურა. თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული ეს არქიტექტურა რა მახასიათებლით იქნება მნიშვნელოვანი“. ქართული კულტურის წარმომავლობა და განვრცობა არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ ეთნიკურ-რელიგიური კუთხით, რადგან რაც განვრცობადია, ის ჩარჩოში ვერ მოექცევა-აღნიშნა ნინი სანადირაძემ.
რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ კი მოხსენების ვექტორი ქართული თეატრის კულტურულ განვითარებაზე წარმართა. რატომ არ ყავს დღეს თეატრს მაყურებელი. რა დაკვეთებს აძლევს მაყურებელი თეტრს და როგორია მათი ესთეტიკა. კულტურა პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს კულტურის პოლიტიკასთან, რომელიც სამწუხაროდ დღეს არ არსებობს. არა და საქართველოს ყველაზე დიდი რეზერვი, სწორედ კულტურაში აქვს. ასევე სამწუხარო თემაა რეგიონული თეტრებისადმი დამოკიდებულება. როგორც გიორგი საიხარულიძემ თქვა, ამაში ერთ-ერთი დამნაშავე მედიაა. სწორედ მათი უინტერესობა განსაზღვრავს მაყურებლის მოქმედებას.
დებატებში მონაწილეთა მოსაზრებები რამდენიმე კატრეგორიად გაიყო: ა) კულტურა უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ბ) კულტურა უნდა შექმნას ხალხმა. გ) სადაც არ არის კულტურული საზოგადოება იქ ვერ შეიქმნება ღირებული კულტურა. დ) არ არსებობს კრიტიკის ინსტიტუტი. თუ ვაკრიტიკებ, ე.ი. მტერი ვარ. ე) დღეს ნაკლებია მკითხველი- მწერალი უფრო მეტი.
მიუხედავად იმისა რომ დებატებში მონაწილეობის სურვილი სოციალურ ქსელში ბევრმა გამოთქვა და მათ შორის ე.წ. მამების თაობის წარმომადგენლებმაც (დამეთანხმებით მათი მოსაზრებები და შეხედულებები საინტერესო და განსხვავებული იქნებოდა)არც ერთი მათგანი დებატებს არ დასწრებია. რამდენიმემ პირად საუბარში გულწრფელად აღიარა, რომ მომხსენებელთა ახალგაზრდული ასაკი და მათი მხოლოდ დებატებში მონაწილეობა არასწორი „მარკეტინგული გათვლა იყო“. როგორც ჩანს, სწორეს ესაა მათი კულტურის განმსაზღვრელი, რომელიც მხოლოდ „მცირე ბაზრისთვის“ შეიქმნა.