შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და საზოგადოება: რა ბარიერები ზღუდავთ მათ?

Კითხვის დრო: 4 წუთი

ქუთაისი, 12 ივნისი, 2013

თემა, რომელიც აქტუალური იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა, სტუდენტებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, არ აღმოჩნდა საინტერესო მედიისთვის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ის, რომ ადამინებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ პრობლემების საჭირო ადრესატამდე მიტანა, არ აქვთ  წვდომა იმ საშუალების წარმომადგენლებთან, რომლებსაც აკისრიათ მეოთხე ხელისუფლების ფუნქცია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი ბარიერი, შეზღუდული შესაძლებლობისა და ფსიქოსომატური პრობლემების მქონე პირების საზოგადოებაში ადაპტაციის, მათი ინტეგრაციისა და თავისუფალ გარემოში ცხოვრებისათვის. გაეროს კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას, ხელმისაწვდომია მხოლოდ ამ პრობლემების მქონე ძალიან მცირე რაოდენობისთვის. როგორც ადამიანის უფლებების, განათლებისა და მონიტორინგის ცენტრის პროგრამების დირექტორმა ვახუშტი მენაბდემ, მომხსენებლის რანგში აღნიშნა, მხოლოდ ფიზიკური გარემო არ განაპირობებს პრობლემებს, მთავარი პრობლემა შ.შ.მ. პირებისთვის სოციალური და სამართლებრივი გარემოა, რადგან არ არც ერთ დონეზე სრულყოფილად არ არის დაცული ამ ადამიანთა ინტერესები. „ძალიან ადვილად შეიძლება დავსახოთ ეფექტური გეგმა, რომ ფიზიკური გარემო გახდეს მისაწვდომი, მაგრამ როდესაც გადავწყვეტ რომ შევცვალოთ სოციალური გარემო და დავამარცხოთ სტიგმა, ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ ამას გავაკეთებთ  წარმატებით და მარგი ქმედების კოეფიციენტი გვექნება მაღალი, ამიტომ სოციალური გარემოს ცვლილება არის აუცილებელი. რათა ნების შემდგომ მოხდეს ფიზიკური გარემოს ცვლილება“.  საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, მაინც არ ხდება სწორად დაგეგმვა, რათა შეიქმნას ადაპტირებული გარემო, მით უფრო ძნელია საოციალური გარემოს შექმნა, ამ სიტყვებით დაიწყო მოხსენება „ახალგაზრდული ცენტრი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ ხელმძღვანლმა კობა ნადირაძემ. მისი თქმით, ძალიან ხშირია როცა მედია გარემოს მისაწვდომობასთან დაკავშირებით საუბრობს და ძირითადი თემა პანდუსია. კობა ნადირაძის თქმით „მატარებელმა ჩაიარა“, რადგან  მსოფლიო ვითარდება,სულ მალე აღარ იქნება საჭირო პანდუსი. ახალი არქიტექტურის პირობებში შენობებს კიბეები თითქმის აღარ უკეთდება, არის ფართე ლიფტები და ა.შ., რომელიც არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობისა და გადაადგილების მქონე პირებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება მისაწვდომი.  იუსტიციის საბჭოში  მიმდინარეობს  ანტიდისკრიმინაციული კანონის შემუშავება,რომლის  22-ე მუხლის გარდამავალ დებულებაში წერია, რომ 2018 წლამდე სახელმწიფო უნდა გახდეს პასუხისმგებელი, შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის, შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფისთვის.  უნივერსალური გარემოს შექმნისთვის, ეს არ კეთდება მხოლოდ გარკვეული ადამიანებისთვის, არამედ უნივერსალური დიზაინი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. კობა ნადირაძემ შეხვედრაზე სხვა ბევრი მაგალითი მოიტანა იმისა, რომ არ იყოს დისკრიმინაცია და პირიქით მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის სოციალურად ჯანსაღი გარემოს ჩაოყალიბება. არ მოხდეს ადამიანების ღირსების უხეში შელახვა, მათთვის იყოს მისაწვდომი საგანმანათლებლო პირობები, სახელმწიფო ინსტიტუციები, ტრანსპორტის და სხვა სერვისები. სახელმწიფო პროგრამებში ნათლად უნდა ყოს გაწერილი პრიორიტეტები და არა ვარაუდები და ა.შ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსმა ხათუნა ცანავამ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სერვისებზე, რომელიც გასულ წლებში მიმდინარეობდა და რომელსაც ახლა სთავაზობენ. ეს არის ჯანმრთელობის პაკეტის შეთავაზება და კოლექტიური ცენტრები, რომელიც გარკვეული პრობლემების წინაშე აყენებდა მოსარგებლეებს, რადგან მათ არ ეძლეოდათ თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. სულ ახლახანს ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი მიდგომები, რომელიც გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთათვის გარკვეულ მომსახურებას ითვალისწინებს. ხათუნა ცანავას თქმით ჯერ კიდევ არსებობს საკანონმდებლო ვაკუუმი და ბევრი პროგრამა მოითხოვს დახვეწას. ამაში ჩართული უნდა იყონ როგორც თავად ბენეფიციარები, ასევე ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საჭიროებაზე მუშაობენ.  ხათუნა ცანავამ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაციები საპენსიო პროგრამაში შესულ ცვლილებებზე, რომლის განხორციელება აპრილში დაიწყო და სექტემბრის ჩათვით დაიხვეწება. ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია 6712 პირია, თუმცა მათ სახელმწიფო სრულად ვერ სთავაზობს იმ პროგრამებს, რომლის მიხედვითაც ისინი შეძლებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას და რეაბილოტაციას. ასევე ბავშვებთან დაკავშირებით არის წინგადადგმული ნაბიჯი, რეგისტრირებული ბავშვების 40% უკვე იღებს ახალ მომსახურებას. თუმცა როგორც დებატებისას გამომსვლელებმა აღნიშნეს, ის პროგრამები, რასაც მათ სთავაზობს სახელმწიფო ამ ეტაპზე და რისი განხორციელების სავარაუდო შეთავაზებებიც არსებობა, ზღვაში წვეთია, რადგან სახელწიფო მაინც არ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარ უფლებებს.

დებატების მონაწილე ექიმმა-ფსიქიატრმა მაია ნუცუბიძემ ისაუბრა ფსიქო-სომატური შეზღუდვის მქონე პირთა ადაპტაციასა და რეაბილიტაციის აუცილებლობაზე, რომელიც რატომღაც არსად არაა გათვალისწინებული. „არც ხელისუფლება და არც საზოგადოება არ საუბრობს ამ ადამიანთა საჭიროებაზე, მათ ჩართულობასა და რებილიტაციაზე. არა და ეს ადამიანები  ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და მათთვის ყველაზე მთავარი ურთიერთობები და საჭიროების დანახვის აუცილებლობაა“.  ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის ბენეფიციარმა ფატიმა ლომიძემ საზოგადოებას მეტი აქტიურობისაკენ, ხოლო ხელისუებას მისი მსგავსი ადამიანებისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულებისკენ და სამუშაო ადგილების შეთავაზებისკენ მოუწოდა. ფატიმამ აღნიშნა, რომ მას და დღის ცენტრის სხვა ბენეფიციარებს შეუძლიათ საზოგადოებისთვის სსარგებლო შრომაში ჩაბმა და სარგებლის მოტანა და მათი რესურსების უნდა იყოს გათვალისწინებული. დებატებში მონაწილეები ასევე აღნიშნავდნენ, რომ ეტლით მოსარგებლეებს გარდა ფიზიკური პრობლემებისა ექმნებათ  სხვა რიგირ პრობლემებიც, რომელიც სხვა ადამიანებზე დამოკიდებულებაში გამოიხატება. ეს არის გადაადგილების, საცხოვრებელი ადგილის, განათლების, სამუშაო პირობების არქონა.

შეხვედრის დასასრულს გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ თემაზე კიდევ მოხდეს დებატების მწყობა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო და სახელისუფლო რგოლების წარმომადგენლები.