
ბერლინი, 5 ნოემბერი 2013
- თამარ კორძაია (დეპუტატი, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, საქართველო);
- ზაალ ანდრონიკაშვილი (ლიტერატურის თეორეტიკოსი და ბლოგერი; საქართველო);
- ემინ მილლი (მეიდან ტელევიზიის დირექტორი, აზერბაიჯანი);
- ლეილა ალიევა (პოლიტიკური კონსულტანტი, ეროვნული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი, აზერბაიჯანი);
- შტეფანი შიფფერი (ევროპული გაცვლა, ბერლინი)
მოდერატორი: ვალტერ კაუფმანი (აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ბერლინი)
9 ოქტომბერს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, ქართველმა ამომრჩეველმა კი 2 კვირის შემდეგ 27 ოქტომბერს გააკეთა არჩევანი.
არჩევნების შედეგების პროგნოზირება რთული არ არის. საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოპულარული მილიონერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კოალიცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებით ქვეყნის ისტორიაში მთავრობა პირველად შეიცვალა დემოკრატიული არჩევნების გზით. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასრულდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხანა - მას კანონმდებლობით აღარ აქვს მესამედ კენჭისყრის უფლება. ამავდროულად, განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებები საქართველოს საპარლამენტო სისტემის ქვეყანად აქცევს, რადგან პრეზიდენტის ძალაუფლება მნიშვნელოვნად მცირდება პრემიერ მინისტრის სასარგებლოდ.
მიაღწია თუ არა საქართველომ მუდმივი და თანმიმდევრული განვითარების საფეხურს დემოკრატიის თვალსაზრისით? პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს მდგომარეობა მიღწეულია და ის აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წავა. გამოიწვევს თუ არა მისი ეს ნაბიჯი ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობის დაბრუნებას?
რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ ეკონომიკის, მედიის და პოლიტიკური ლანდშაფტის ყველა სფერო პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელშია. ძალაუფლების დემოკრატიული ცვლილების შესაძლებლობები ნაკლებია - კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, ალიევს გარანტირებული აქვს საპრეზიდენტო ვადის განუსაზღვრელი რაოდენობა. ამასთან, რუსტამ იბგრაგიმბეკოვს, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციური ძალების საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, ფორმალური შეზღუდვების გამო კანდიდატურის წაყენების უფლება არ მისცეს. თუმცა, ალიევის რეჟიმი სოლიდურ თანხებს ხარჯავს წინასაარჩევნო ,,კამპანიაში“ და ოპოზიციურ ინიციატივებსაც მწვავე რეაქციით პასუხობს.
მაშ, რაღა მნიშვნელობა აქვს საპრეზიდენტო არჩევნებს პლურალიზმის გარეშე? რა დინამიკა ვითარდება საკმაოდ სტაბილური ავტოკრატიის მიღმა?
ჩვენს სტუმრებთან ერთად განვიხილავთ არჩევნების შემდგომ სიტუაციას და ვიმსჯელებთ მიზეზებზე, თუ რატომ აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანს ამდენად შეუთავსებელი განვითარების კურსი. რა ურთიერთდამოკიდებულება არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის, რომლებიც მუდმივად უსვამენ ხაზს თავიანთ გეოპოლიტიკურ პარტნიორობას?
აზერბაიჯანის არჩევნებში ემინ მილლის წვლილის საჩვენებლად წარმოდგენილი იყო ფილმის ამონარიდები.
ვალტერ კაუფმანი (გერმანულად) 0:00-14:05
შტეფანი შიფფერი (გერმანულად) 14:07-26:37
თამარ კორძაია (ქართულად) 28:10-39:37
ზაალ ანდრონიკაშვილი (გერმანულად) 41:17-53:25
ლეილა ალიევა (ინგლისურად) 55:05-1:08:50
ემინ მილი (ინგლისურად) 1:09:46-1:22:03
9 ოქტომბერს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, ქართველმა ამომრჩეველმა კი 2 კვირის შემდეგ 27 ოქტომბერს გააკეთა არჩევანი.