ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო საჯარო დებატებს 2004 წლიდან მასპინძლობს. 2013 წლიდან დებატების გეოგრაფია თბილისიდან ქუთაისსა და ბათუმზე გაფართოვდა. ეს სამი ქალაქი ყოველთვიურად უთმობენ სივრცეს თანამედროვე საქართველოს წინაშე მდგარი მწვავე პოლიტიკური, სოციალური და კულტურული პრობლემების განხილვას. დებატები მიზნად ისახავს წაახალისოს საჯარო დისკუსიები კონსტიტუციური სახელმწიფოს და ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების დაფუძნებაზე და ხელი შეუწყოს საჯარო დებატების კულტურის ზრდას.
საჯარო დებატები თბილისში ტრადიციულად ფონდის ოფისში ტარდება. რეგიონებში კი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები გვთავაზობენ სადისკუსიო სივრცეებს: ქუთაისში - პუშკინის ქუჩა #6, და ბათუმში - ფარნავაზის ქუჩა #62-64. დებატების ჩატარების დრო ასევე განსხვავდება ქალაქებს შორის. თბილისი დებატებს ოთხშაბათობით 19:00 საათზე, ბათუმი - 18:00 საათზე და ქუთაისი - 17:00 საათზე რეგულარულად პარასკევობით მასპინძლობენ. ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ფონდის ვებგვერდის და ფეისბუქის გვერდის საშუალებით ვრცელდება. დაინტერესებული საზოგადოება სიახლეებს ელექტრონული ფოსტის და საჯარო ადგილებში გაკრული განცხადებების საშუალებითაც იღებს.
მათთვის ვინც დებატებზე დასწრებას და მათში მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებს, ფონდი ლაივსტრიმით ტრანსლაციას (მხოლოდ თბილისის დებატების შემთხვევაში) და ვებგვერდზე ატვირთულ ქართულენოვან სტატიებსა და მოკლე რეზიუმეებს სთავაზობს.