ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მოხარულია გაცნობოთ, რომ 2015 წლის პარტნიორობისთვის გამოცხადებული საპროექტო განაცხადების კონკურსში აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან 161 აპლიკაცია მიიღო.
პირველადი შერჩევის შედეგად დაწუნებული თუ მოკლე სიაში მოხვედრილი საპროექტო განაცხადების ავტორები კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას 2014 წლის 5 აგვისტომდე მიიღებენ.
პირველადი შერჩევის შედეგად მოკლე სიაში მოხვედრილი საპროექტო განაცხადების ავტორებთან, მათი წინადადებების შემდგომი გაუმჯობესებისა და დაზუსტებისთვის, ფონდი 2014 წლის 10 სექტემბრიდან დაიწყებს კომუნიკაციას. გამარჯვებული პროექტები 2014 წლის 30 ოქტომბრამდე გამოიკვეთება.
აქვე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მადლიერებას გამოხატავს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და აქტივისტების მიმართ, რომლებიც ენთუზიაზმით და ღრმა ინტერესით მიუდგნენ 2015 წლის პარტნიორობისთვის გამოცხადებული საპროექტო განაცხადების კონკურსს.
© Heinrich-Böll-Stiftung e.V.
Schumannstraße 8
10117 Berlin
T +49 (30) 285 34-0
F +49 (30) 285 34-109
www.boell.de
info@boell.de