ტრენინგ-სემინარების ციკლის „შეინახე ისტორია“ პირველი ეტაპი

Კითხვის დრო: 1 წუთი
Teaser Image Caption
Photo from Archive of "International Memorial"

11-12 აპრილი, 2014

თბილისი, საქართველო

2014 წლის 11-12 აპრილს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ ზეპირი ისტორიების მეთოდოლოგიაში დაგეგმილი სემინარების ციკლის პირველ ეტაპს უმასპინძლა.

აღნიშნული ღონისძიება საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალთან“ პარტნიორობით დაგეგმილი პროექტის „შეინახე ისტორია“ ფარგლებში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო პროექტისთვის წინასწარ შერჩეულმა 14-მა მკვლევარმა საქართველოდან. სემინარს საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალის“ სამი ტრენერი უძღვებოდა: ირინა შჩერბაკოვა (საზოგადოება მემორიალის საგანმანათლებლო პროგრამების და ზეპირი ისტორიების ცენტრის ხელმძღვანელი), ალიონა კოზლოვა (საზოგადოება მემორიალის არქივის დირექტორი და ზეპირი ისტორიების ცენტრის თანამშრომელი) და ირინა ოსტროვსკაია (საზოგადოება მემორიალის არქივის და ზეპირი ისტორიების ცენტრის თანამშრომელი).

„შეინახე ისტორია“ ფარგლებში განხორციელებული პირველი სემინარი ზეპირი ისტორიების მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ასპექტების, თავად ტერმინის „ზეპირი ისტორიები“ აღმოცენების, მისი ეროვნული და რეგიონული სპეციფიკის განხილვას მიეძღვნა. ასევე მიმოხილულ იქნა ისტორიული, კოლექტიური და კულტურული მეხსიერების, ისტორიული მოწმის და ტრავმის საკითხები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული მეოცე საუკუნის ტოტალიტარული წარსულის კვლევასა და გააზრებასთან.

სემინარის ბოლოს მონაწილეებმა გამოკვეთეს კონკრეტული კვლევითი პროექტები, რომელთა განხორციელებასაც მიმდინარე წლის განმავლობაში აპირებენ.

„შეინახე ისტორია“ პროექტის ფარგლებში შემდეგი სემინარი ამა წლის 19-20 ივნისსაა დაგეგმილი.