თბილისის გოეთეს ინსტიტუტისა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით 2007 წლის 8 და 9 მარტი ლუსტრაციის თემაზე ფილმების ჩვენებასა და საუბრებს მიეძღნა. 8 მარტს კინოთეატრ “ამირანში” წარმოდგენილი იყო ფლორიან ფონ დონერსმარკის ფილმი “სხვების ცხოვრება”. 9 მარტს გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა დისკუსია თემაზე - ლუსტრაცია.
დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები:
- იოახიმ გაუკი (Joachim Gauck) - *1940 - ყოფილი გდრ-ის “შტაზის” (სახელმწიფო უშიშროების სამსახურის) არქივების გაშუქებისათვის უფლებამოსილი ფედერალური სამმართველოს პირველი ხელმძღვანელი.
- ივლიანე ხაინდრავა
- გიგა ზედანია
- ნიკოლოზ რურუა
მოდერაცია: ლაშა ბაქრაძე