როგორ დავიცვათ პირადი ცხოვრება?

Კითხვის დრო: 2 წუთი
გ. მშვენიერაძე, თ. ქალდანი, თ. თოდუა, ზ. ქორიძე
Teaser Image Caption
გ. მშვენიერაძე, თ. ქალდანი, თ. თოდუა, ზ. ქორიძე

დისკუსიას თემაზე "როგორ დავიცვათ პირადი ცხოვრება?" ბევრი ადამიანი არ დასწრებია, რაც ალბათ მიუთითებს კიდეც იმაზე, რამდენად აქვს გაცნობიერებული საზოგადოებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების არსი და რამდენად ინტერესდება საკუთარი პირადი სივრცის დაცულობით ან დაუცველობით.

"ინდივიდი თავად განსაზღვრავს რა არის მისი პირადი სივრცე. ეს არის ამ უფლების თავისებურება, რომ ერთი ადამიანის პირადი ცხოვრების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს მეორე ადამიანის პირადი ცხოვრების ფარგლებისგან, ყველას განსხვავებული აღქმა აქვს", განმარტავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი. რას ნიშნავს და რატომ არის მნიშვნელოვანი პირადი ცხოვრების უფლების დაცვა, როგორ უნდა დავიცვათ პირადი სივრცე, როგორ არეგულირებს საქართველოში კანონმდებლობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, სად გადის ზღვარი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის, ან პირადი ცხოვრების უფლებასა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის, როგორ არის გაგებული საზოგადოებაში პირადი ცხოვრების უფლება, რას აკეთებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ვის და რა მიზნისთვის სჭირდება მოქალაქეთა პირადი მონაცემები, ფარული მოსმენები და თვალთვალი, კამპანია "ეს შენ გეხება!" და ბრძოლის შედეგი - საკანონმდებლო პაკეტი უკანონო მოსმენების პრაქტიკის წინააღმდეგ და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის დაქვემდებარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის, როგორია პოსტსაბჭოთა სივრცის და მეორე მხრივ, დასავლური გამოცდილება, როგორია მედიის როლი პირადი ცხოვრების დაცვის სფეროში - ის საკითხებია, რაზეც დისკუსიის მომხსენებლებმა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრმა გიორგი მშვენიერაძემ და ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ ისაუბრეს.