ისმის ქალის ხმა? ქალთა მოძრაობების განვითარება საქართველოში

Კითხვის დრო: 2 წუთი
Teaser Image Caption
დისკუსიის მოდერატორი თ. გურჩიანი და მომხსენებლები ე. აღდგომელაშვილი და შ. ხინჩა

ქალთა მოძრაობის ახალი ტალღა, რომელიც 2014 წელს ფემიციდის გახმაურებული შემთხვევების შემდეგ აგორდა, უკვე ერთი წლისაა. მოძრაობა საქართველოს რეგიონების მასშტაბით სხვადასხვა გამოცდილების რამდენიმე ასეულ ქალს აერთიანებს.



საიდან იწყება საქართველოში ქალთა მოძრაობის ისტორიის ათვლა? რა პრობლემები და ბარიერები ექმნებოდათ ქალთა ჯგუფებს, რა დინამიკა ახასიათებდა მათ გაძლიერებას თუ ჩახშობას? ასევე, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, თუ როგორ ყალიბდებოდა საზოგადოებრივი აზრი, რის შედეგადაც გენდერული თანასწორობის საკითხები უკვე სახელმწიფო პოლიტიკის დღის წესრიგში დადგა.




2015 წლის 2 დეკემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ უმასპინძლა საჯარო დისკუსიას ისმის ქალის ხმა? ქალთა მოძრაობების განვითარება საქართველოში და საზოგადოებას შესთავაზა მსჯელობა ზემოთაღნიშნული კითხვების შესახებ. რა მიღწევები აქვს ქალთა ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რა შეიძლება გამოდგეს, როგორც წარმატების მაგალითი, ხოლო სად ვხედავთ სისუსტეებს? რა შედეგები გამოიღო ქალთა მოძრაობის ახალმა ტალღამ, რომელიც უკვე ერთი წელია იბრძვის განახლებული ძალებითა და კონკრეტული დღის წესრიგით?

დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ:

  • ეკატერინე აღდგომელაშვილი, გენდერის სპეციალისტი, ქალთა ინიციატივები მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
  • იდა ბახტურიძე, კოორდინატორი, ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის/საქართველო;
  • ნინო დანელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • შოთა ხინჩა, პოლიტოლოგი.

მოდერატორი: თამარ გუჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

გთავაზობთ დისკუსიის ვიდეოჩანაწერს>>

 

ისმის ქალის ხმა? ქალთა მოძრაობების განვითარება საქართველოში/Are Women's Voices Heard? - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube