
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აცხადებს კონკურსს წიგნის დიზაინის შემუშავებაზე. პუბლიკაციის სამუშაო სათაურია ურბანული პროტესტების ანთოლოგია (2007-2015) და მოიცავს თბილისის ურბანული პროტესტების განვითარების დინამიკასა და ანალიზს.
პუბლიკაციის შინაარსი:
- სტატიები (4 ერთეული, ჯამურად 140 გვერდამდე) ამონარიდი მაგალითისთვის;
- ვიზუალური მასალა (ფოტოები 40 ერთეულამდე; ფოტოჩანართები აქტივისტის დღიურიდან - 32 გვერდამდე) ვიზუალური მასალა მაგალითისთვის.
საკონკურსო დავალება
კონკურსის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი უნდა შეიცავდეს:
- პუბლიკაციის კონცეფციას;
- შიდა გვერდების სტილს, სტრუქტურასა და დიზაინს;
- ყდის დიზაინს;
- ბიუჯეტს.
კონკურსზე არ დაიშვება ისეთი ნამუშევარი, რომელიც სხვის საავტორო უფლებას არღვევს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო მასალების ელექტრონული ფაილები pdf ფორმატში და CV შემდეგ მისამართზე: eka.tsereteli@ge.boell.org არაუგვიანეს 2016 წლის 21 მარტისა.
გთხოვთ, ელ-წერილის გრაფაში "subject" მიუთითოთ „პუბლიკაციის დიზაინი“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ საგამომცემლო/დიზაინერულ კომპანიას, საინიციატივო ჯგუფს ან კერძო პირს.
ყველა მონაწილის საავტორო უფლებების დაცვა გარანტირებულია.
გამარჯვებულ კანდიდატთან ფონდი გააფორმებს ხელშეკრულებას აღნიშნული პუბლიკაციის საბოლოო დიზაინის შემუშავებისთვის.