გერმანიის პოლიტიკა საქართველოში არსებული ტერიტორიული კონფლიქტების მიმართ სრულად ინტეგრირებულია ევროკავშირის პოლიტიკასთან, თუმცა, დროთა განმავლობაში, ამ კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და გადაწყვეტის კუთხით, რამდენიმე კონკრეტული გერმანული ინიციატივა განვითარდა.
გერმანელები საქართველოს მდგომარეობასა და თავიანთი ქვეყნის წარსულში არსებულ დაყოფას შორის ხედავენ როგორც მსგავსებებს, ასევე მნიშვნელოვან განსხვავებებს.
გერმანია და ევროკავშირი სრულად უჭერენ მხარს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას დე-ფაქტო მმართველების სახელმწიფოებრიობისკენ სწრაფვასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, გერმანიას და ევროკავშირს სურთ თავიანთი წვლილი შეიტანონ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებთან ჩართულობის პოლიტიკის კუთხით.
ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კითხულობს მოხსენებას თემაზე "გერმანია და რეგიონული კონფლიქტები საქართველოში", სალექციო კურსისთვის "ომი და მშვიდობა".
ჰუბერტ ქნირში 2018 წლის 18 სექტემბრიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩია საქართველოში. ამ პოზიციაზე დანიშვნამდე, ის 2014 წლიდან 2018 წლამდე იყო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში რუსეთის ფედერაციაში.
2011 წლიდან 2014 წლამდე ის ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილებას გერმანიის ფედერაციულ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2008-2011 წლებში ჰუბერტ ქნირში მუშაობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის დოქტორ რიჩარდ ფონ ვაიცზეკერის ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე ბერლინში. ის სწავლობდა სოციალური მეცნიერებების (1981-83) და საჯარო ადმინისტრაციის კუთხით (1984-87) კონსტანცის უნივერსიტეტში და პოლიტიკის მეცნიერებების კუთხით პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში.