სურსათის ნარჩენების მართვის ძირითადი მიმართულებები
სურსათის ნარჩენების პრობლემურობა რამდენიმე განზომილებას მოიცავს, ესენია: გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ასპექტები. ნარჩენების არასწორად მართვა კი დაკარგული, ტყუილად დახარჯული რესურსია.
საქართველოში სურსათის ნარჩენების მართვა, ჯერჯერობით, სათანადოდ არ რეგულირდება. ამ საკითხზე სახელმწიფო ორგანოები ნაკლებად მუშაობენ და ასევე მცირე ყურადღება ეთმობა არასამთავრობო თუ დონორული ორგანიზაციებისგან. სახელმწიფოს სურსათის ნარჩენების მიმართულებით
პოლიტიკა არ აქვს შემუშავებული და მას ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შემადგენელ ნაწილად განიხილავს, შესაბამისად, სურსათის ნარჩენებზე ინდივიდუალური მიდგომაც არ გააჩნია.
საერთაშორისო დონეზე სურსათის ნარჩენების პრევენციის მიმართულებით დიდი ხანია მუშაობენ და აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სახის მექანიზმს: რეგულაციებს, ეკონომიკურ შეღავათებს, საინფორმაციო და ნებაყოფლობით ღონისძიებებს. სოციალურად დაუცველ პირებზე ჭარბი საკვების დონაცია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ხშირად გამოყენებადი მეთოდია.
პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ფუნქცია სურსათის ნარჩენების მთავარ წყაროს – კერძო სექტორში მომუშავე სუპერმარკეტებს, საბითუმო მოვაჭრეებს, კვებით დაწესებულებებს, მწარმოებლებს აკისრიათ. ამ კუთხით კერძო სექტორის მონაწილეობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებით დაინერგება პოლიტიკა.
Product details
Table of contents
4. აკრონიმები
5. რეზიუმე
5. შესავალი
9. მეთოდოლოგია
10. 1. საერთაშორისო ვალდებულებები
10. 1.1. მდგრადი განვითარების მიზნები
12. 1.2. საქართველო ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება
12. 2. სურსათის ნარჩენების მართვა საქართველოში: სახელმწიფო
პოლიტიკის შუქ-ჩრდილები
13. 2.1. ნარჩენების მართვის კოდექსი
15. 2.2. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია 2016-2030 და
ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა 2016-2020
18. 2.3. საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე
ეროვნული გარემოსდაცვითი პროგრამა
18. 2.4. მდგრადი განვითარების მიზნები ეროვნულ კონტექსტში
21. 3. სურსათის ნარჩენების წარმოშობის ეკონომიკური განზომი-
ლება–კერძო სექტორის როლი
21. 3.1. მიზეზები და გამოწვევები
24. 3.2. სურსათის ნარჩენების მართვაში კერძო სექტორის
ჩართულობასთან დაკავშირებული მიდგომები
26. 3.3 სურსათის ბანკები
27. 3.4 საქართველოში არსებული სუპერმარკეტების მიდგომები
სურსათის ნარჩენების მიმართულებით
30. 4. სურსათის ნარჩენების მართვა, დონორი ორგანიზაციები და
სამოქალაქო საზოგადოება
34. დასკვნა/რეკომენდაციები