ალექსანდრა აროშვილი დამოუკიდებელი მკვლევარია ძირითადად სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.
ბოლო 7 წლის განმავლობაში ის მუშაობდა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში, თბილისის მერიში (ტრანსპორტის რეფორმის მიმართულებით), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). ბოლო 10 წელია, თანამშრომლობს სხვადასხვა ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებთან მოწვეული ავტორის სტატუსით. 2017-2018 წლებში, იყო დამოუკიდებელი ანალიტიკური პლატფორმა European.ge-ს მთავარი რედაქტორი.
2017 წელს, ჩართული იყო საქართველოს საპენსიო რეფორმის კრიტიკასა და ალტერნატიული მოდელის შემუშავებაში, როგორც ავტორი კვლევისა „საქართველოს საპენსიო რეფორმის შეფასება“.
წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა სოციალური მოძრაობების და საზოგადოებრივი კამპანიების დამფუძნებელი და აქტივისტი, მათ შორის 2011-2013 წლებში „ლაბორატორია 1918“, 2014-2016 წლებში „თვითორგანიზების ქსელი“, 2017 წელს „კონსტიტუცია თანასწორობისთვის“, 2020 წლიდან – კოლექტივი „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“.
ავტორია კვლევებისა სოციალური პოლიტიკის, პოლიტეკონოომიის, სხვადასხვა ტიპის უთანასწორობების, არაფორმალური და ატიპიური შრომის, ქალთა მიგრაციების, ექსტრაქტივიზმისა და ეკოლოგიის შესახებ.