ჟუჟანა პოსფაი

ჟუჟანა პოსფაის ურბანული და რეგიონული პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი პარიზის პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან აქვს მოპოვებული, ხოლო სადოქტორო ხარისხი მარია კიურის საერთაშორისო პროექტის - RegPol2-ის ფარგლებში მოიპოვა. ჟუჟანა 10 წელიწადზე მეტია საცხოვრისის პოლიტიკას იკვლევს. მისი კვლევის ცენტრალური ფოკუსი საბინაო კრიზისში სოციალური უსამართლობის თემებს ეხება. ბოლო წლებში მისი აკადემიური ინტერესები ეხება საბინაო ბაზარს და ფინანსიალიზაციის თემებს.