ივა ჩუკიჩი

ივა ჩუკიჩი, ურბანისტი და არქიტექტორია ბელგრადიდან. სადოქტორო ხარისხი ურბანული დაგეგმარების კუთხით ბელგრადის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე მოიპოვა. მისი კვლევითი ინტერესები საჯარო სივრცეს, ურბანულ საზიარო რესურსებს (urban commons) და თვით-ორგანიზებას უკავშირდება. 2010 წელს სივრცის სამინისტროს კოლექტივი დააარსა, რომელიც მუშაობს ისეთ თემებზე როგორებიცაა: ურბანული რესურსების მენეჯმენტი, საბინაო პოლიტიკა, საზიარო რესურსები და სივრცითი სამართლიანობა.