ელენე ხაჭაპურიძე
ჟურნალისტი
ელენე ხაჭაპურიძე

ელენე ხაჭაპურიძე არის ჟურნალისტი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მისი პროფესიული გამოცდილება არაერთ წელს ითვლის. 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ის ონლაინ მედია გამოცემის „ნეტგაზეთი“ რეპორტიორი იყო. ელენეს ასევე აქვს სატელევიზიო მედიუმში მუშაობის გამოცდილებაც. ის ტელეკომპანია „ფორმულას“ დილის გუნდს 2019 წლიდან შეუერთდა და ტელევიზიაში გატარებული 2 წლის მანძილზე სხვადასხვა გადაცემის შინაარსზე მუშაობდა. პროფესიული გზის მანძილზე ელენე სხვადასხვა საკითხებს აშუქებდა. მისი ინტერესის საგანს წარმოადგენს ადამიანის უფლები, კონკრეტულად ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული თემები, ქვიარ საკითხები და ქალთა უფლებები. ელენე ამჟამად დამოუკიდებელი ჟურნალისტია.