ლიკა ჯალაღანია
გენდერის მკვლევარი
ლიკა ჯალაღანიას ფოტო

ლიკა ჯალაღანია ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის და საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხს. ლიკა ქალთა და ქვიარ უფლებებზე, გენდერულ თანასწორობაზე, გენდერულ მეინსტრიმინგსა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე სხვადასხვა კვლევებისა და ანგარიშების ავტორი და თანაავტორია. ამჟამად ლიკა ეწევა დამოუკიდებელ კვლევით საქმიანობას საქართველოში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის გენდერისა და ქალთა უფლებების სფეროში.

2021 წლიდან ლიკა სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე, მისი სადოქტორო კვლევა პოსტ-საბჭოთა საქართველოში გაჩენილი თანამედროვე სოციალური მოძრაობის - „რიონის ხეობის გადარჩენისთვისმაგალითზე იკვლევს ქალთა პოლიტიკური აგენტობისა და წინააღმდეგობის დაფარულ ფორმებს, მათი სუბიექტურობის თვით-შექმნის პროცესებს, და ამ პროცესების შესაძლო რადიკალურ პოტენციალებს.