ქეთევან ლაფაჩი ფლობს აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და რელიგიის კვლევების მაგისტრის ხარისხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მისი კვლევითი სფეროები მოიცავს გენდერის, რელიგიის, ურბანულ და სამედიცინო ანთროპოლოგიას.
ქეთევანი 2022 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტი. იგი თავისი სადოქტორო კვლევის ფარგლებში ფართოდ სწავლობს თმის მნიშვნელობას გენდერული, კულტურული თუ ეკონომიკური კუთხით და კონცენტრირდება გარეგნობის გარდაქმნის პრაქტიკებზე, რომლებიც ქალთა ცხოვრებაში თმის ცვენასთან ერთად ჩნდება.