
ნინო ხარჩილავა არის ქვიარ აქტივისტი და ქალთა უფლებადამცველი. აქვს მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევებში. მისი ინტერესის სფეროებს წარმოადგენს სივრცის შექმნისა და ტრანსფორმაციის ფემინისტური პრაქტიკები.
2008 წლიდან ჩართულია ქვიარ და ფემინისტი ქალებისთვის უსაფრთხო სივრცეების შექნასა და განვითარებაში, აქტიურად მონაწილეობდა ქვიარ თემისა და ქალ უფლებადამცველთა ინტერკულტურული კავშირების ფორმირებასა და
კონცეპტუალიზებაში, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ნინო არის პრაქტიკოსი ტრენერი ინტეგრირებულ უსაფრთხოებაში, ასევე მხენელობის კონცეფციის თანაავტორი. ამჟამად მუშაობს კვლევებისა და განათლების მიმართულების კოორდინატორის პოზიციაზე ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში.